androidAndroid პლატფორმას უკვე ტოლი არა ყავს სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე. IDC-ის ანალიტიკოსების მონაცემებით სმარტფონების მიწოდება ანდროიდის ბაზაზე 2013 წლის მეორე კვარტალში 73,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ დროისათვის სულ მიწოდებული 187,4 მილიონი Android სმარტფონი. ეს ბაზარზე მიწოდებული ჭკვიანი ტელეფონების 79,9 % შეადგენს. LG G2-ის ანონსი კი უფრო გააძლიერებს ინტერესს ლიდერი საოპერაციო სისტემის მიმართ. 

მეორე ადგილზე არის კომპანია Apple-ის iOS, რომელიც განხილული პერიოდისათვის 32,2 მილიონი ტელეფონით ანუ 13,2% შეადგენს სულ გაყიდული ტელეფონებისა მთელს პლანეტაზე. Apple-ის მობილური პლატფორმა დღეისათვის რჩება Android-ის ერთადერთ კონკურენტად. iPhone-ის გაყიდვების ზრდამ წინა წელთან შედარებით 20% შეადგინა. iOS-თვის ეს არც ისე სახარბიელო ტენდენცია არაერთხელ გამხდარა ანალიტიკოსების მიერ განსახილველი თემა.

pic_1

Windows Phone სმარტფონები მეორე კვარტალში სულ რაღაც 8,7 მილიონი გაიყიდა და ამან მსოფლიო ბაზრის 3,7% შეადგინა. გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით Microsoft-ის მთავარმა პარტნიორმა Windows Phone სმარტფონების 81,6 % Nokia-მ გაყიდა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ერთ დროს ფავორიტი BlackBerry არის. რომლის მიწოდება 4,9-დან 2,9 პროცენტამდე დაეცა მსოფლიოს მასშტაბით. რაოდენობით, რომ გამოვსახოთ სულ 11,7 %-ით ნაკლები BlackBerry გაიყიდა ვიდრე იგივე დროს გასული წლისათვის.

იმ დროს, როცა მომავალი Ubuntu Edge-ს ბედი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და დაფინანსების ტენდენციებიდან გამომდინარე მას ალბათ განხორციელებაც არ უწერია, Android კიდევ უფრო აძლიერებს თავის ისედაც შესანიშნავ პოციციებს.

გამოყენებული მონაცემები: Yahoo News

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.