პირველი უბუნტუფონის წარმოებისთვის განკუთვნილი თანხის შეგროვება საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს და მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა Linux კომპანიამ გადაწყვიტა ყურადღების კონცეტრაცია მოეხდინა მის ჯერ კიდევ არ დაბადებული სმარტფონისკენ ყველაზე ტრადიციული მეთოდით: საგრძნობლად შეამცირა მისი ფასი. ჩვენ კი გავაგრძელოთ ყველაზე უნიკალურ მცდელობას გაუწიოს კონკურენცია Android-ისა და iOS-ის დომინირებას სმარტფონების ბაზარზე.
სიტუაცია იმდენად გაუარესდა დღეისათვის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ყველაფერი კარგად იყო, ლინუქს სმარტფონი მყიდველს არა 775 არამედ 695 დოლარი დაუჯდება. კომპლექტაციის მომწოდებლებმა დახმარების სახით შეამცირეს წარმოების ხარჯები, რითაც Canonical ფასის დაწევას ხსნის.

ასევე აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ყველაზე დაბალი ფასი, რადაც შეიძლებოდა Ubuntu-სმარტფონის შეძენა და როგორც ჩანს ის აწი არ დაიწევს. ფაქტი ერთია, რომ მცდელობა ღირს და თუ ეს პროექტი გაამართლებს, მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიო მთლად უიმედო არ არის და კიდევ დარჩა საღი აზრი ამ პლანეტაზე. ხალხის მიერ ხალხისათვის შექმნილი პროდუქტის დაფინანსება თუ ასე გაჭირდებოდა ნამდვილად არ ვიფიქრებდი, მაგრამ Apple, Samsung, Google, HTC და სხვა ცნობილმა კომპანიებმა ისე წალეკეს მომხმარებლების გონება, რომ იშვიათად თუ ნახავ ალტერნატივის ძიებაში მყოფ ადამიანს.
არა მგონია რომელიმე ჩვენი მკითხველი დაინტერესდეს პროექტის დაფინანსებით, მაგრამ ბმულს მაინც გამოვაქვეყნებ.
