ubuntu edge failedUbuntu Edge-ის დაფინანსების კამპანიამ, რომელიც Indiegogo-ზე მიმდინარეობდა ვერ შეძლო დათქმული 32 მილიონი დოლარის შეგროვება. პროექტი, რომელიც მოწოდებული იყო გამოეშვა მაღალი ხარისხის ორი ოპერაციული სისტემით აღჭურვილი სმარტფონი მხოლოდ 40%-ით დაფინანსდა. როგორც ქრაუდფანდინგის საიტის წესები ითვალისწინებს შეგროვილი თანხა კლიენტებს უკან დაუბრუნდებათ. 30 დღიანი პერიოდის განმავლობაში პროექტმა დაფინანსება მიიღო 27,000 გულშემატკივრისგან და შეძლო 80 ათასი დოლარის შეკვეთა მიეღო Bloomberg LP ფინანსური ინსტიტუტისგან და ბრიტანელი მწერლის, კომედიანტის და მსახიობ სტივენ ფრაისგან.

იქნებ ჩაშლის მიზეზი ძალიან დიდი სამიზნე იყო? ჩარლს ლუზარი, რომელიც არის გლობალური ქრაუდფანდინგის საინფორმაციო პორტალის Crowdfund Insider-ის დირექტორი ფუიქრობს რომ:

“32 მილიონის შეგროვება თუნდაც ისეთი კომპანიისთვის, როგორიცაა Canonical საკმაოდ მაღალი თამასაა. თავიდან პორექტის დაფინანსება მოსალოდნელზე მეტი აქტივობით დაიწყო, თუმცა შემდეგში საგრძნობლად შემცირდა”

 მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის მიმდინარეობისას Canonical-მა შეამცირა ფასები და დაამატა ახალი ოფციები, პუბლიკის მხრიდან ამას დიდი რეაქცია არ მოყოლია. როგორც ჩანს Ubuntu Edge მხოლოდ ნახაზებზე დარჩება და მას ალბათ განხორციელება მომავალშიც არ უწერია, რასაც ვერ ვიტყვით Ubuntu Touch საოპერაციო სისტემაზე, რომლის გამოსვლაც ოქტომბერშია დაგეგმილია და მისი დაყენება ყველა Nexus მოწყობილობაზე და არა მხოლოდ მათზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.