მკვლევარებმა Néel Institute (საფრანგეთი)- დან კეტრინ დეჟუას მეთაურობით ახსნეს მაიას ტომების საღებავის უჩვეულო გამძლეობის მიზეზი, საღებავის, რომელიც ცნობილია როგორც Azul Maya და გამოიყენებოდა ქსოვილების, ქანდაკებების შესაღებად, ასევე სურათების და ფრესკების შესაქმნელად.

სხვა საღებავები ყოველთვის ფერმკრთალდებოდა და ხუნდებოდა , ხოლო “ცისფერი მაია” კი თავის ფერს საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა.

უძველესი საღებავის სტრუქტურა დაახლოებით გარკვეული იყო 1950-იანი წლებისათვის. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილებია — მინერალური თიხა Palygorskite და ორგანული პიგმენტი ინდიგო, რომელიც მიიღება მცენარე Indigofera suffruticosa-სგან. 1993 “ცისფერი მაია”-ის აღდგენა მექსიკელმა ისტორიკოსმა და ქიმიკოსმა რეისომ ვალერიომ შეშძლო. ამის მიუხედავად საღებავის ასეთი გამძლეობის მიზეზის ახსნა ვერ ხდებოდა.

დეჟუიამ და მისმა მკვლევართა ჯგუფმა რენდგენული დიფრაქციითა და თერმოგრავიმეტრული ანალიძით გამოიკვლიეს პროცესები, რომელიც საღებავის დამზადებისას მიმდინარეობდა. პალგორსკიტი — ბოჭკოვანი თიხაა, რომლის სტრუქტურაშიც არის სუბმოლეკულური ზომის მიკროარხები. თიხის გაცხელებისას ინდიგოსთან ერთად წყლის მოლეკულები ანაცვლებენ პიგმენტს და ასევე კეტავენ არხების გასასვლელებს.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი როგორც მეცნიერები აცხადებენ; ინდიგოს აქვს გაყვითლების თვისება, მაგრამ არა “ცისფერი მაია”-ის შემთხვევაში! აღმოჩნდა, რომ პალიგორსკიტის მიკროარხები, პიგმენტის მოლეკულაში ხელს უშლიან წყალბადის ატომების ორმაგ კავშირს Steric effect-ის მეშვეობით.

ფრანგებმა იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მართლა ყველაფერი ზუსტად გამოიკვლიეს, შექმნეს სუპერგამძლე საღებავი, რიმელშიც მიმდინარეობს — Steric effect; მასში ინდიგო უერთდება მიკროარხებიან ცელიტებს. მეტიც, კატრინ დეჟუას ჯგუფი ემზადება საღებავების მთელი კლალის შექმნას, ასევე გეგმაშია ახალი სამეცნიერო მიმდინარეობა “არქეომიმეტრზმი”-ის შექმნა რაც ძველის, ანტიკურის მიბაძვას ნიშნავს. შესაძლებელია მალე სამხედრო არქეომიმეტრიულმა ლაბორატორიებმა “ბერძნული” ცეცხლის კვლევა დაიწყონ…

წყარო:Technology Review

One Response

  1. maia – saocari penomeni

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.