მობილური ტექნიკის სამხრეთკორეული მწარმოებელი, კომპანია Samsung აპირებს უფრო გააძლიეროს თავისი პოზიციები სმარტფონების ბაზარზე, ამიტომაც მათ განაცხადეს, რომ აპირებენ 64-ბიტიან პროცესორებით აღჭურვილი მოწყობილობების გამოშვებას. ეს ინფორმაცია კომპანიის მობილური ბიზნესის მეთაურმა ჯეი კეი შნმაც დაადასტურა მას შემდეგ, რაც Apple-მა თავისი iPhone 5S-ის საფუძვლად 64 ბიტიანი არქიტექტურა გამოიყენო.
“არც ისე უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი შემდგომი სმარტფონები მიიღებენ 64 ბიტიანი პროცესორის ფუნქციონალის მხარდაჭერას” – რაც კორეული გამოცემის Korea Times-ის ინტერვიუშია ციტირების სახით აღნიშნული.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ Samsung თავისი პროცესორების Exynos 5 Octa-ს ახალ თაობაში Heterogenous Multi-Processing-ს იყენებს, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ბირთვი ერთდროულად ამუშავდეს. ეს პროცესორები კომპანიის უახლეს ფაბლეტში Galaxy Note 3-ში და განახლებული Galaxy Note 10.1 არის მოთავსებული.
