დროთა განმავლობაში და ბოლო მოვლენების გათვალისწინებით სათაურში გამოყენებული სიტყვები უფრო კარგავს იუმორისტულ დატვირთვას და რეალური ხდება, რადგანაც ყოველ ჩვენთაგანს უკვე აქვს მობილური ტელეფონი, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით შუქურაა. და თუ ანატოლი კლეპოვს დავუჯერებთ, რომელიც არის “ანკორტის” პრეზიდნენტი, რომელმაც პირველი კრიპტოსმარტფონი გამოუშვა (აპარატი მოსმენებისგან თავის დასაცავად) მაშინ:
გამოვთვალოთ სად იმყოფება ადამიანი, ელემენტარულია. ამავდროულად საჭირო არ არის ობიექტს ვესაუბროთ ან შეტყობინება გავუგზავნოთ. აპარატი გამორთულიც, რომ იყოს ფიჭური ოპერატორი მას მაინც “ხედავს”. ამის გარდა მობილური გადასცემს სიგნალს მოხსნილი აკუმულატორითაც. თანამედროვე აპარატებში ისინი ორია: ერთი აკუმულატორი კვებავს მუშა რეჟიმშე, მეორე ე. წ. “პოლიციური რეჟიმისთვისაა”.
არ ვიცი რამდენად მართალია გამორთული და უაკუმულატორო აპრატის მოძებნის საშუალება, მაგრამ აკუმულატორის ამოღება ზოგიერთი სმარტფონიდან დღეს უკვე შეუძლებელია და მათი გამორთვაც ზარის განხორციელების შემდეგ და ისევ ჩართვა შემდეგ ჯერზე ცოტა უაზრობად მიმაჩნია. უფრო მარტივი და საიმედო გზა თვალთვალისგან თავის დასაცავად არის ეკრანირება, რისთვისაც შეიქმნა მსგავსი შალითა.

არა ეს არ არის ტყვიის ყუთი, არამედ შალითაა მეტალიზირებული მატერიით, რომელიც ფარადეის ბადის ფუნქციას ასრულებს, რაც მის სირბილეს, მოქნილობას და სიმსუბუქეს განაპირობებს. შალითა ჰიდროფობიულია და არ ატარებს ფუჭური ქსელის სიგნალს, WiFi-სა და GPS.
ტექნიკური მონაცემები:
- სიგნალის დონის დაწევა 100 dB-ით.
- სიხშირეების ბლოკირება 800 მჰც. – 2.4 გჰც.
- იბლოკება CDMA/GSM/DCS/PHS/3G/4G
- იბლოკება WiFi (2.4GHz), Bluetooth (2.4Ghz) и GPS (1-2GHz)

აქსესუარის დაფინანსება Kickstarter-ზე უკვე დასრულდა, ასე რომ, ვფიქრობ შესაძლებელია მზა რპოდუქტების შეკვეთა. უმთავრესი მინუსი მისი ფასია 85$ რაც მოთხოვნის გაზრდასთან ერთად იმედია შემცირდება.
