Google–ის დამაარსებლები ლარი პეიჯი (მარცხნივ) და სერგეი ბრინი (მარჯვნივ).
გომპანია Google-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიში.
სამი თვის განმავლობაში საძებარმა მონსტრმა მიიღო $6,82 მლრდ შემოსავალი, რაც 24%–ით აღემატება 2009 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავალს — $5,52 მლრდ.
Google–ის სუფთა მოგებაც გაიზარდა ზუსტად 24%–ით. თუ გასულ წელს კომპანიამ გამოიმუშავა $1,48 მლრდ, დღეს ეს მაჩვენებელი არის $1,84 მლრდ.
მესამე კვარტალში Google–ის მოგებამ გადააჭარბა $4,50 მლრდ, ასევე $2,06 მლრდ პარტნიორი საიტებიდან, რომლებიც იყენებენ AdSense–ს.
თუმცა, მოგების ზრდის მიუხედავად, Google–ის აქციების ფასმა დაიკლო 4,21%–ით. ფასის დაკლება გამოიწვია იმან, რომ ანალიტიკოსები წინასწარმეტველებდნენ უფრო მაღალ რეზულტატს.
დღეს Google–ში მუშაობს დაახლოებით 21,8 ათასი ადამიანი. გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა 1 200–ით.
წყარო Google.

