
როგორც ჩანს ეგზოჩონჩხს ასეთი სახელი თავისი ანალოგის გათვალისწინებით დაერქვა, მწვანე და ძალიან ძლიერი ადამიანის მსგავსი ურჩხულის, რომლადაც ფიზიკურად არც ისე განვითარებული მეცნიერი იქცევა. მეომრები რომლებიც ტესტავენ ამ ეგზოჩონჩხს მართალია არ მწვანდებიან, მაგრამ მათი გამძლეობა და ძალა ერთი ორად იზრდება. როგორც შემქმნელები ამბობენ, HULC მეომარს მისცემს საშუალებას გაუძლოს ისეთ ფიზიკურ დატვირთვებს როგორსაც ეგზოჩონჩხის გარეშე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუძლებდა.
HULC არის აბრევიატურა რაც ნიშნავს Human Universal Load Carrier, ხოლო თვითონ მოწყობილობა წარმოადგენს ჰიდრავლიკურად მართვად ტიტანის ეგზოჩონჩხს, რომელიც მეომარს საშუალებას აძლევს 90 კგ ტვირთის ტარებისა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ადგილებში. HULC აღჭურვილია მიკროკომპიუტერით, რომელიც იძლევა მეომრის და ეგზოჩონჩხის მოძრაობების სინქრონიზაციის საშუალებას, თან ადამიანი ამ დროს თავს სრულიად ბუნებრივად გრძნობს. ამ ტექნოლოგიის შემქმნელია ასე თუ ისე ცნობილი კომპანია Lockheed, რომელმაც ეხლახანს გააფორმა 1,1 მილიონიანი კონტრაქტი ამერიკის ჯარებთან ( რაც შეიძლება ითქვას რომ ძალზედ ცოტაა ასეთი ტიპის კონტრაქტისთვის).
HULC შედგება ორი ნაწილისაგან, ზედა და ქვედა. Lockheed-ის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ეგზოჩონჩხში მყოფი მეომრები შეძლებენ ნახევრად მჯდომ მდგომარეობაში სიარულს, მიწაზე ფოფხვასა თუ სხვა მოძრაობების შესრულებას ადამიანური რესურსების მინიმალური დანახარჯით. თვითონ ეგზოჩონჩხს 70კგ ტვირთის ზიდვა შეუძლია (თვითონ მეომრის წონის გარდა). ასე რომ მებრძოლს შეუძლია ატაროს 90კგ ისე თითქოს მას სულ რაღაც 20 კილო ტვირთი მიაქვს, რისთვისაც ნებისმიერი მეომარია მზად.
აღსანიშნავია ისიც, რომ HULC პრინციპით საკმაოდ გავს იაპონლების მიერ ინვალიდებისთვის გამოგონილ ეგზოჩონჩხს HAL, Hybrid Assistive Limb. თუმცა HULC მნიშვნელოვნად უფრო პატარა და შეუმჩნეველია, ვიდრე იაპონური პროტოტიპი.
რობოტიზირებული ეგზოჩონჩხის ტესტირებებს ჩაატარებენ მასაჩუსეტსის მეომართა მომზადების ცენტრის ჯარისკაცები. ტესტირებისას სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაში შეამოწმებენ მას თუ რამდენად გაზრდის ეგზოჩონჩხი მეომრის ბრძოლისუნარიანობას. კონტრაქტში ასევე გათვალისწინებულია HULC-ის საველე ტესტირება, სისტემის შესამოწმებლად. ჯერ-ჯერობით სისტემა ძალიან ეფექტური და ფუნქციონალური ჩანს. საინტერესოა რით დამთავრდება საველე ტესტირებები.
წყარო: News.cnet.com აქვე შეგიძლიათ იხილოთ სიახლის ვიდეო. რომელის დადებაც ჩვენს საიტზე ვერ მოხერხდა.


