
კომპანია Onkyo–იმ დაიწყო DE41 1 სერიის «ყველაფერი ერთში» სამაგიდო კომპიუტერების გაყიდვა.
ახალი მონობლოკი არის nVidia Ion–ის აპარატულ პლათფორმაზე. დესკტოპს აქვს ორბირთვიანი პროცესორი Atom 330, რომელიც მუშაობს 1,6გჰც ტაქტური სიხშირით. ვიდეოსისტემა იყენებს ინტეგრირებულ გრაფიკულ ადაპტერს GeForce 9400M, DirectX 10–ის პროგრამული ინტერფეისის მხარდაჭერით.
სამაგიდო კომპიუტერის ბაზური კონფიგურაცია აღჭურვილია 2გბ ოპერატიული მეხსიერებით და მყარი დისკი მოცულობით 320გბ. მონობლოკის თხევადკრისტალურ პანელს აქვს 21,5 დიუმიანი დიაგონალი და Full HD–გაფართოვება 1920×1080 პიქსელი.
დესკტოპს აქვს მრავალფორმატიანი DVD-ჩამწერი, ქარდრიდერი, უკაბელო კავშირის ადაპტერი Wi-Fi (802.11b/g) და სტერეოფონული დინამიკები. სიახლის ზომებია — 537×374×76,3–210 მმ.
Onkyo DE411 ღირებულება შეადგენს 1 000 დოლარს Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემასთან ერთად.
გამოყენებულია TechConnect Magazine–ის მასალები.
