თამაშ Medal of Honor-ის ბეტა ტესტირება კიდევ გაგრძელდება ჯერ-ჯერობით გაურკვეველი დროით, იტყობინება გამომცემლობა Electronic Arts (ЕА).

ცვლილებები ეხება ორ პლატფორმაც: პერსონალურ კომპიუტერებს და PS3. მაგრამ როგორც გაირკვა ბეტა ვერსიის მოსინჯვა Xbox 360-ის მომხარებლებსაც შეეძლებათ. “ჩვენ ვაგრძელებთ Microsoft-თან Xbox-ზე ბეტა ვერსიის გაშვებისთვის სამუშაოებს” — განაცხადეს ЕА-ში — ის უახლოეს მომავალში გამოვა”

თამაშის სიუჟეტი ეძღვნება 2001 წელს ავგანისტანში მომხდარ მოვლენებს, ანუ ამერიკის ბრძოლას ტალიბებთან. ბრძოლა იქნება პირველ პირში, იმ ადამიანების თვალით რომლებიც პირველ რიგებში იბრძოდნენ. დეტალები ბოლომდე არ ხმაურდება მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენ ერთი საბრძოლო მანქანის ნაწილი ვიქნებით ამ თამაშში რომელიც ავგანურ ტერორიზმს ებრძვის.

Medal of Honor-ის ქსელურ რეჟიმზე მუშაობს შვედური სტუდია EA DICE, ხოლო მულტიფლეიერის რეჟიმზე მუშაობს EA Los Angeles. თამაში გამოვა პერსონალური კომპიუტერისათვის, Xbox 360 და PS3-ისთვის 2010 წლის ოქტომბერში: 12-ში — ამერიკაში, 15-ში — ევროპაში.

თამაშის ტრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=HigXVoGpU24

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.