
სტატიაში წარმოგიდგენთ 2014 წლის საუკეთესო პლანშეტებს.
Google Nexus 7 2013
მართალია, ეს მოდელი საკმაოდ ძველია, რასაც სახელში გაჟღერებული ციფრიც მოწმობს, თუმცა, ეს პლანშეტები არა უბრალოდ აქტუალური, არამედ ძალიან აქტუალურია. თავად განსაჯეთ: FHD გარჩევადობა, IPS-მატრიცა, კომპაქტური ზომა, შესანიშნავი სისწრაფე მუშაობისას, LTE მხარდაჭერა და განახლებები თავად Google-სგან.
Apple iPad Mini Retina
როგორც Nexus 7 2013, Mini Retina-ც 2013წლის ბოლოს გამოვიდა. გამოირჩევა დისპლეის ხარისხით, ძილის რეჟიმში ნულოვანი ენერგიის მოხმარებით.
Samsung Galaxy Tab S 8.4
ამ პლანშეტს დიდი ხანი ელოდებოდნენ SuperAMOLED დისპლეის მოყვარულები. Tab S 8.4 გვთავაზობს არა მხოლოდ SAMOLED-მატრიცას, არამედ მაღალხარისხიან გარჩევადობას, მცირე სისქეს და წონას, ამასთანავე ძლიერ პროცესორს.
Huawei MediaPad X1
პლანშეტი გამოირჩევა დიზაინით, კორპუსის მატერიალებით. ეკრანი კარგია, მაგრამ არა საუკეთესო. მუშაობის სისწრაფესთაც შესაძლოა გქონდეთ პრეტენზიები. თუმცა ულტრაკომპაქტური პლანშეტის ალუმინის კორპუსში შექმნის იდეა კარგი იყო.
Sony Xperia Z3 Compact Tablet
შეეგებეთ ერთ-ერთ საუკეთესო კომაქტურ Android სისტემაზე მომუშავე პლანშეტს. როგორც MediaPad X1, Sony-მ დაგაწყვიტა ყურადღება შეეჩერებინა ზომაზე და დიზაინზე. თუმცა დიაგონალი აიღეს არა 7, არამედ 8დიუმი. შესანიშნავი გამოვიდა: საფირმო დიზაინი, შესანიშნავი შერწყმა მეტალისა და მინის.
Asus MeMO Pad 7 ME572 и MeMO Pad 8 ME581
გამორჩევა შესანიშნავი დისპლეით, მუშაობის სისწრაფით, მოსახერხებელი ზომა/წონით.
Lenovo Yoga Tablet 8 2
ეს მოწყობილობა გამოირჩევა შესანიშნავი დასადგამით. გამორჩეული მახასიათებლებითა და დიზაინით, იდეალური მოსახმარია მოგზაურთათვის.
iPad Air 2
გადავედით 10-დიუმიან პლანშეტებზე. გამოირჩევა წონითა და შესანიშნავი დიზაინით.
Samsung Galaxy Tab S 10.5
Air 2-ის Android სისტემაზე მომუშავე მთავარი კონკურენტი. არანაკლებ მაგარი დისპლეი, მოსახერხებელი ზომები, უარესი დიზაინი, თუმცა უფრო მოსახერხებელი ზომების თანაფარდობა ვიდეოს საყურებლად.
Lenovo Yoga Tablet 10 2
“სადაა Windows სისტემაზე მომუშავე პლანშეტები? ისევ აიგნორებთ,” – მკითხველი მგონი უკვე შემზადებული იყო ამის სათქმელად 😀 რომელი პლანშეტი შეიძლებოდა წარმოგვედინა ბევრი ვიფიქრეთ და აი ისიც Lenovo Yoga Tablet 10.2 (Windows ვერსია). მისი კონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს თავისუფლად გამოვიყენოთ ეს მოწყობილობა როგორც პლანშეტი და როგორც სრულფასოვანი სამუშაო ნოუთბუქი.











ლენოვომ კი აწია თავისი აქციების ფასი 2014 ში საკაიფოდ…