iOS-ის ჯეიბლრეიქის თემა ყოველთვის უამრავ შეკითხვას აჩენს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს მოწყობილობის შეურაცხყოფაა, ხოლო ზოგიერთისთვის მის გარეშე წარმოუდგენელია iOS მოწყობილობების მოხმარება. მიუხედავად იმისა, რომ iOS 7-ის და შემდეგ 8-ის გამოსვლის შემდეგ Apple-მა გაამდიდრა ფუნქციონალით თავისი მოწყობილობები, ჯეილბრეიქის მსურველები ამით ბევრად არ შემცირებულა. გუშინდელ სტატიაში მე განვიხილე ჯეილბრეიკი MacOS პლატფორმაზე, ახლა კი იგივე თემას Windows-კომპიუტერებზე შევუდგებით.
1. მინიმალური მხარდაჭერეილი iOS მოწყობილობა: iPhone 4S, iPad 2, iPad Mini 1. (უფრო ძველ მოდელებზე, iOS 8 საოპერაციო სისტემა მხარდაჭერილი არ არის)
2. კომპიუტერი Windows საოპერაციო სისტემით, რადგანაც განხილული უტილიტა არ მუშაობს OS X-ის მართვის ქვეშ.
3. iTunes-ის უახლესი ვერსია. შედით iTunes-ში და გადაამოწმეთ განახლების არსებობა.
4. უტილიტა TaiG TaiG, რომლის გადმოწერაც შეგიძლიათ ამ ბმულიდან.
ჯეილბრეიქის ტიპი, რომელსაც ეს უტილიტა უზრუნველყოფს ე. წ. untethered “გათავისუფლებულია”, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ მოწყობილობის გამორთვას და გადატვირთვას და ამასობაში არ დაკარგავთ მის ფუნქციონალურობას.
1. მიუერთეთ iPhone ან iPad თქვნს კომპიუტერს და შემქნით მისი სარეზერვო ასლი iTunes-ში. ეს ნაბიჯი აუცილებელია, იმიტომ, რომ თუ რამე პრობლემა შეიქმნება თქვენ შეძლებთ ძველ ვერსიაზე დაბრუნებას ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
2. მოწყობილობაში გამორთეთ პაროლით დაცვა და Touch ID პარამეტრებიდან. ასევე გამორთეთ სერვისი “Find my iPhone” iCloud-ის პარამეტრებში.
3. გაუშვით TaiG და დარწმუნდით, რომ პროგრამამ ამოიცნო მიერთებული მოწყობილობა.
4. მონიშნეთ თოლია Cydia-ს გასწვრივ და მოხსენით ის 3K Assistant-ზე.
5. დააჭირეთ Start.
ოპერაციის დაწყების შემდეგ გირჩევთ არ ისარგებლოთ მოწყობილობით და არ გამოაერთოთ ის კომპიუტერიდან. ჯეილბრეიქის პროცესში ის შეიძლება რამდენიმეჯერ გადაიტვირთოს და ეს ნორმალურია.
როცა პროცესი დასრულდება პროგრამა შეგატყობინებთ ამის შესახებ და თქვენ შეძლებთ სისტემაშ შესვლას. ეკრანზე გამოჩნდება Cydia, რომელიც აუცილებლად უნდა გაუშვათ, რომ გადაეწყოს ფაილური სისტემა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება და გაჯეტი კიდევ ერთხელ გადაიტვირთება.
ახლა უკვე თქვენი iPhone ან iPad სრულყოფილად დაჯეილდა და თქვენ შეგიძლიათ მას დაამატოთ რეპოზიტორიები Cydia-ში და დააყენოთ ქვენთვის სასურველი დამატებები.
ახლა უკვე იცით, რომ iOS-ის ჯეილბრეიქი ძალიან მარტივი პროცედურაა და მისი გაკეთება ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა. მიუხედავად ამისა მაინც არის საკითხები რაც უნდა ვიცოდეთ, როცა ჯეილბრეიქს მივმართავთ:
დადებითი ფაქტორებია:
- ტვიკები, რომლებიც ცვლიან სისტემის გარეგან სახეს და ამატებენ მას დამატებით ფუნქციონალს;
- შესაძლებლობა დააყენოთ აოლიკაციები, რომლებიც AppStore-ში არ არის;
- არასაჭირო ფუნქციების გამორთვა და მოწყობილობის ფაილურ სისტემაზე წვდომა.
მიუხედავად ამისა არის უარყოფითი ფაქტრებიც, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მოწყობილობის გარანტიის გაუქმება. სანამ თქვენი მოწყობილობის სერვის-ცენტრში მიტანას დააპირებთ აუცილებლად დააბრუნეთ ის ქარხნულ ვერსიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მიიღებთ წვდომას ძალიან ბევრ აპლიკაციაზე, თქვენ ვერ შეძლებთ მათ განახლებას AppStore-დან რაც განუახლებელი აპლიკაციების უსაფრთხოების პრობლემების წინაშე გაყენებთ. მიუხედავად იმისა, რომ iOS-თვის ვირუსები პრაქტიკულად არ არის, არავინ არ უშლის ცალკეულ პროგრამისტებს დაამატონ საკუთარი მავნე კოდი, რითაც თქვენი პირადი მონაცემები შესაძლოა სხვის ხელში აღმოჩნდეს.
ტვიკებიც არ არის იდეალური, თუ თქვენ დააყენებთ დიდი რაოდენობის დამატებებს ამან შესაძლოა სისტემა მწყობრიდანაც კი გამოიყვანოს. ამიტომაც თუ შეამჩნევთ, რომ iOS ნელა ან პრობლემებით მუშაობს, ერთადერთი საშუალება რაც ამ პრობლემებს მოგიხსნით არის სისტმის თავიდან გადაყენება და ჯეილბრეიქის განმეორება.
და ბოლოს, ჯეილბრეიქის უმთავრესი მინუსი არის, რომ ის iOS-ის განახლების შემდეგ ის უქმდება. ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს დაელოდოთ ჯეილბრეიქის ახალ ვერსიას ჰაკერებისგან და არ განახლდეთ ახალ iOS-ზე.
თუ თქვენ არ გაშინებთ ჩამოთვლილი მინუსები, გადმოწერეთ უტილიტა, დააჯეილეთ თქვენი მოწყობილობები და არ მოერიდოთ ექსპერიმენტების ჩატარებას.