
გასულ წელს Mozilla Firefox-ის ექსპერიმენტულ ვერსიაში გამოჩნდა ვებზე დაფუძნებული ვირტუალური რეალობის აპლიკაციების მხარდაჭერა Oculus Rift VR-ის საშუალებით. ახლა უკვე მხარდაჭერა გადმოვიდა ყოველდღიურ და დეველოპერულ ვერსიებშიც.
Mzoilla საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავს WebVR-ის განვითარებაში, საექსპერიმენტო API, რომელიც ამარტივებს ბრაუზერის მოწყობილობასთან კავშირს უკვე მუშა მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით მუშაობს Google-იც მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არსებობს სტანდარტული პროტოკოლი ბრაუზერებს შორის თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
Rift-თან თავსებადი ვერსიები მუშაობს მხოლოდ Windows-ზე, მაგრამ Mozilla იმედოვნებს, რომ დაამატებს Linux და Android-ის მხარდაჭერას მომავალში და რა თქმა უნდა Google-ის cardboard მოწყობილობის მხარაჭერაც მობილურ მოწყობილობებზე.
