ტელევიზორების პირველი სერია RT2B, რომელსაც 3D- კონტენტთან მუშაობის შესაძლებლობა აქვს, დღეს წარმოადგინა კომპანია Panasonic-მა.
გამომგონებლის აზრით, დაანონსებული პლაზმური პანელი დღესდღეობით არის მსოფლიოში ერთადერთი 3D ტელევიზორი “All in One” კლასის: ის თავის თავში აერთიანებს მაღალი სიხშირის ფლეერს და პერსონალურ ვიდეორეკორდერს.
ამ მოწყობილობას აქვს ოპრიკური დრაივი Blu-ray ფორმატის მხარდაჭერით და ინტეგრირებული მყარი დისკით 500გბ. როგორც იუწყებიან მას შეუძლია 364 საათი ვიდეომატერიალის შენახვა, რომელიც ჩაწერილია სატელევიზიო არხებიდან. სხვათაშორის მას აქვს ორი არხის პროგრამის ერთდროული ჩაწერის ფუნქცია.
ეხლა სერიაში შედის მოდელები: TH-P46RT2B და TH-P42RT2B 46 და 42 დიუმი შესაბამისად. ტელევიზორებს აქვთ Full HD გაფართოება 1920×1080 პიქსელი; სივრცული სურათის დასანახად სპეციალური სათვალეებია საჭირო.
პანელებს აქვთ 5 000 000 კონტრასტულობა : 1. გარე წყაროების მისაერთებლად HDMI-ის 3 ბუდე აქვს გათვალისწინებული,ასევე ინტერფეისი D-Sub. სათვალეების აკუმლატორის ელემენტების დატენვა შესაძლებელია USB- პორტით.
ტელევიზორები TH-P46RT2B და TH-P42RT2B მაღაზიაში გამოჩნდება აგვისტოში; მათი ფასი დაახლოებით იქნება 4 800 და 4 250 დოლარი.
წყარო: Panasonic.

