LG-მ შარშან წარმოგვიდგინა სმარტფონი LG G3, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო Quad HD (2560×1440პიქსელი) გარჩევადობით. ფლაგმანის რელიზის შემდეგ, მწარმოებლებმა მასიურად დაიწყეს QHD ეკრანიანი ტელეფონების წარმოება. ამგვარად, LG G3 გახდა ამგვარი მობილური მოწყობილობის სტანდარტი, როგორც არის Samsung Galaxy Note 4 და Google Nexus 6. ახლა მომხმარებლები დაინტერესებულები არიან, შეძლებს თუ არა LG G4 გახდეს ასეთივე წარმატებული მოწყობილობა ინოვაციური ტექნოლოგიების სამყაროში. გამოცემა MyLGPhones იუწყება, რომ აღმოაჩინეს UA პროფილი სმარტფონში LG-VS999, რომელიც აღჭურვილია 3K დისპლეით (2880×1620პიექსელი) და წამოდგენილი იქნება, როგორც ქსელზე მიბმული ვერსია LG G4 Verizon-სთვის.
ბოლო ინფომაციის გაჟონვის შედეგად გაირკვა, LG-ის მომდევნო ფლაგმანი არ იქნება წარმოდგენილი MWC 2015-ზე. მისი ანანოსი მოგვიანებით მოხდება. მოსალოდნელია, რომ G4 აღჭურვილი იქნება უახლესი მახასიათებლებით: 8-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 810 და 3გბ ოპერატიული მეხსიერება.
წყარო: www.4pda.ru