რთული ასარჩევია USB კერა, მითუმეტეს თუ აპირებთ მოწყობილობას მიუერთოთ ბევრი გაჯეტი, რადგან ისინი საჭიროებენ ბევრ ენერგიას. კომპანია Skiva Technologies-მა, საიტზე Kickstarter, წარმოგვიდგინდა USB ცენტრი OctoFire, რომელიც აღჭურვილია 8 USB 3.0 პორტით. თითოეულ პორტზე დენის ძალა არის 2,1ამპერი, ხოლო სიმძლავრე – 12ვატი. OctoFire-ს სპეციალური სისტემა საშუალებას აძლევს მოახდინოს მიერთებული მოწყობილობის იდენტიფიცირება და დაარეგულიროს კვების პარამეტრები. გარდა ამისა, მოწყობილობა უზრუნველყოს მონაცემების გადაცემას სიჩქარით 5გიგაბიტი წამში.
OctoFire საშუალებას იძლევა დავმუხტოთ ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია USB ინტერფეისი. პროექტის მხარდაჭერა და მოწყობილობის შეძენა შეგიძლიათ საიტზე Kickstarter 66დოლარად.