rp2_centered

წლების განმავლობაში Raspberry Pi ეხმარება ბავშვებს ისწავლონ დაპროგრამება, გამოიყენება უამრავ ხელნაკეთ პროექტში, მაგრამ მომხამრებლებს არ ქონდათ მასზე Windows-ის გაშვების საშუალება. Raspberry Pi 2 უკვე გამოვიდა და ამჯერად ეს ყველაფერი შეიცვალა. Microsoft-მა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს პროექტს და გამოუშვებს Windows 10-ის სპეციალურ გამოშვებას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ ამ კომპიუტერის მოხმარებლებისთვის.

Microsoft ამბობს, რომ Windows 10 მიმდინარე წელს მოგვიანებით იგივე პრინციპით იქნება ხელმისაწვდომი როგორც Intel-ის Galileo პლატებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ფასია, ახალი Rapberry იგივე ფასად 6-ჯერ უფრო მეტი წარმადობის კომპიუტერს შემოგვთავაზებს ARMv7-ის ბაზაზე და ის 35 დოლარი ეღირება. Microsoft-მა ასევე განაცხადა, რომ უფრო მეტი დეტალები რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი, მაგერამ თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ უპრობლემოდ შეიძინოთ ახალი Raspberry და დაელოდოთ რელიზს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.