
წინა თვეს Google-მა გამართა კონფერენცია Project Ara Developers Conference, რომელზეც ანონსირებულ იქნა მოდულური სმარტფონი Spiral 2. მოწყობილობის დისპლეის გარჩევადობა არის 1280х720 პიქსელი, აქვს პროცესორი Marvell PXA1928 ან NVIDIA Tegra K1 და 5-მეგაპიქსელიანი კამერა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მომავალი თვის დასაწყისში MWC 2015-ზე წარმოდგენილი იქნება ახალი ჩანაცვლებითი მოდულები აღნიშნული სმარტფონისთვის. ცნობილია, რომ Google-მა დაიწყო თანამშრობლობა კომპანია Yezz-თან, რომელიც გააკეთებს რამდენიმე მოდულს Spiral 2-სთვის.
https://www.youtube.com/watch?v=intua_p4kE0#t=11
გავრცელებული ინფორმაციით, კომანია Yezz-ს, ამ დროისთვის, აქვს 100-მდე მოდული, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მათგანი იქნება წარმოდგენილი კონფერენციაზე. სამწუხაროდ, დღეისათვის სხვა სიახლეები ცნობილი არაა.
წყარო: Geeky Gadgets
