Outlook-Email-New-Logo

ევროპარლამენტის თანამშრომლებმა უეცრად აღმოაჩინეს, რომ Microsoft-ის ახალი Outlook-ის აპლიკაციებთან წვდომა დაებლოკათ. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა, ჩათვალა, რომ ეს აპლიკაციები არ პასუხობენ უსაფრთხოების ნორმებს. მათ ვინც უკვე მოასწრო ამ აპლიკაციების დაყენება შესაბამისად სთხოვენ წაშალონ აპლიკაცია და შეცვალონ პაროლი.

შეშფოთების მიზეზი გახდა აპლიკაციიე მიერ უნებრათვოდ მონაცემების გადაცემა Microsoft-თვის, როგორიცაა პაროლები, ელ-ფოსტა, კალენდარი და მისამართების წიგნაკი. Acompli, რომელიც აპლიკაციის დეველოპერია გვარწმუნებს, რომ მონაცემები ისე იშიფრება, რომ მათი გახსნა შესაძლებელია მხოლოდ აპლიკაციით და არა სერვერის მხარეზე სადაც ის ინახება. ამის გარდა სპეციალისტები პარლამენტიდან თვლიან, რომ სენსიტიური მონაცემების სხვის სერვერებზე შენახვა, რომლებიც არ არის მათი კონტროლის ქვეშ უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს.

ევროპარლამენტი არ არის პირველი ამ საკითხში და აპლიკაციასთან წვდომა დაბლოკილია ვისკონსინის უნივერსიტეტსა და დელფტის უნივერსიტეტშიც. ამ შემთხვევაშიც მიზეზად პაროლების უცხო სერვერზე შენახვა სახელდება.

Microsoft-მა ახალი აპლიკაციები Outlook-თან სამუშაოდ iOS და Android აპლიკაციების სახით ერთი კვირის წინ გამოუშვა. ეს პროგრამები ფაქტიურად არის Acomplis ძველი აპების რებრენდიგნი, რომელიც კომპანიამ დეკემბერში შეიძინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.