რა არის Shield? ეს არის NVIDIA-ს მოწყობილობების ხაზი, რომელიც Android სათამაშო მოწყობილობებს გვთავაზობს. ახალი Shield Android TV მოწყობილობა, რომელიც სან ფრანცისკოში GDC2015-ის ფარგლებში იქნა წარმოდგენილი. როგორც კომპანია ამბობს ეს არის “რევოლუციური ტელევიზორი”, “სათამაშო კონსოლი” და “სუპერკომპიუტერი”
Nvidia-მას მსოფლიოში პირველ 4K Android TV-ს უწოდებს, რადგანაც მას შეუძლია 4K კონტენტის სტრიმინგი გიგაბიტიანი ქსელის და ლოკალურად გაშვება HDMI პორტის საშუალებით. მას აქვს microSD სლოტი და ორი USB 3.0 პორტი გარე ჰარდ დისკების მერთებისათვის. მას ასევე აქვს ხმოვანი კონტროლი, რომელიც გეიმპადზე და დისტანციური მართვის პულტზე მოთავსებული მოკროფონით მუშაობს.