Android 5.1 Lollipop საზოგადოების წინაშე დიდი ცვლილებებით წარსდგა, მაგრამ მათი უმრავლესობა ვიზუალს მიღმაა და ერთი შეხედვით ჩვენ მისი მხოლოდ რამდენიმე ახალი ფუნქციის დანახვა შეგვიძლია. ახლა კი წარმოგიდგენთ რა არის განსხვავებული 5.1-ში.
Quick Settings
Android 5.1 Lollipop-ში, სწრაფ სეთინგებში რამდენიმე დეტალია დამატებული. მათ შორის:
- ამიერიდან შესაძლებელია რომ დაუკავშირდეთ WiFi-ს და Bluetooth მოწყობილობებს პარამეტრებში შესვლის გარეშე. მარტივად დააჭირეთ “ისარს” და აირჩიეთ სასურველი ქსელი ან მოწყობილობა.
- პორტრეტული მოდის ღილაკის ახალი ანიმაცია (სრული ინფორმაცია დაბლა).
Screen Pinning
Screen Pinning არის ფუნქცია, (Security-ს დაბლა პარამეტრებში) რომელის საშუალებას გაძლევთ ჩაკეტოთ ვინმე ერთ აპლიკაციაში. ის გამოსადეგია მაშინ, როდესაც ტელეფონს აძლევთ ბავშვს ან თხოვნით ვინმეს.
- დამატებულია სრული ინფორმაცია პარამეტრებში, რათა მომხმარებელი ადვილად გაერკვეს ამ ფუნქციაში.
- როდესაც მიპინავთ აპლიკაციას, Android ახლა გაჩვენებთ რომელ ღილაკებს უნდა დააჭიროთ რომ დატოვოთ Screen Pinning რეჟიმი. სხვა მხრივ, აპლიკაცია ისევ ისე მუშაობს, როგორც აქამდე.
კონტაქტების აპლიკაცია
კონტაქტების აპლიკაციას დამეტა რამდენიმე უმიშვნელო დეტალი:
- აღარანაირი ფერი კონტაქტის სურათზე.
- Google+ სურათები აღარ გამოიყენება კონტაქტების სურათებისთვის.
- სხვა უმნიშვნელო ტვიკები.
სისტემური ხმა
დუმილის რეჟიმის უქონლობა Lollipop-ის ბევრი მომხმარებლისთვის დიდი მტკივნეული ადგილია, თუმცა HTC-მა და Samsung-მა თავიანთ სკინებში ეს ფუნქცია ისევ დაამატეს. დუმილის რეჟიმს ვერც Android 5.1-ში ვიხილავთ, მაგრამ გუგლმა დაამატა რამდენიმე სხვა დეტალი:
- პრიორიტეტული და “შეუსვენებლობის” რეჟიმებს დაემატა ხატულები. ის კარგია ისეთი ადამიანისთვის, ვინც ახალია ამ სისტემაში, ხატულები კი დაეხმარება მათ ამა თუ იმ ფუნქციის გათვითცნობიერებაში. (როგორც GIF-შია ნაჩვენები).
- “შეუსვენებლობის” რეჟიმში ისევ მიიღებთ შეტყობინებებს და ისევ დაინახავთ მოციმციმე ნათებას. ეს არ არის დუმილის რეჟიმი, მაგრამ ის თითქმის იგივენაირად მუშაობს. მაგრამ მას ერთი ნაკლი კიდევ აქვს, მაღვიძარა არ რეკს, ამიტომ თქვენ დაგჭირდებათ შეცვლილი პრიორიტეტული რეჟიმის დაყენება (სადაც მაღვიძარა რეკს, მაგრამ სხვა შეტყობინებები არ მოდის) რათა მიიღოთ “უფრო დამაჯერებელი” დუმილის რეჟიმი.
- თქვენ ახლა შეგიძლიათ შეაღწიოთ სისტემის ხმაში მაშინაც კი როდესაც უყურებთ ვიდეოს, უსმენთ მუსიკას და ა.შ. უბრალოთ დააჭირეთ პატარა ზარის ხატულას მარჯვენა მხარეს (ნახეთ ვიდეო დემონსტრაციისათვის) და მედიის ხმა შეიცვლება სისტემის ხმით.
- ასევე სხვა დამატებითი ცვლილებები, მაგალითად პრიორიტეტული რეჟიმის უკეთესად გამართვა.
ახალი ანიმაციები
Android 5.1-ში ასევე რამდენიმე ახალი ანიმაციაც დაემატა.
- საათის აპკლიკაციაში, ზედა ოთხი ხატულა ახლა უკვე “გაცოცხლებულია”.
- პორტრეტული/ლანდშაფტური რეჟიმის გადამრთველის ღილაკი სწრად სეთინგებში ასევე “გაცოცხლებულია”.
სხვა ცვლილებები
Android 5.1-ში კიდებ ვერდი ცვლილებაა, მათი ჩათვლით:
- NuPlayer ოფიციალურად ანაცვლებს AwesomePlayer-ს როგორც მთავარი დამკვრელი.
- როდესაც მიიღებთ heads-up შეტყობინებას (ისინი ჩნდებიან ზემოთ და ისინი არიან “დაჭერადი”), თქვენ შეგიძლიათ ის თითით მაღლა ააცუროთ რათა დამალოთ, მაგრამ ის ისევ დარჩება შეტყობინებების პანელში. Android 5.0-ში, შეტყობინების ზემოთ აცურებისას, ის სრულიად ქრებოდა.
- მოწყობილობის დაცვის რეჟიმს აქვს ახალი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც, თქვენი მოწყობილობა ქარხნული რესეტის შემდეგადაც დაბლოკილი იქნება. ეს ფუნქცია თქვენს მოწყობილობას ქურდებისგან დაიცავს. სამწუხაროთ, ეს ფუნქცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ Nexus 6 და Nexus 9 მოწყობილობებშია, მაგრამ გუგლის განცხადებით, მალე იგი ყველა მოწყობილობაზე, რომელიც Lollipop სისტემას იყენებს, გამართულად იმუშავებს.
- HD ზარების რეჟიმი არის რეჟიმის, რომლის საშუალებითაც მოწყობილობები, რომელთაც ოპერატორი თავსებადია HD ზარებთან, შეძლებენ ესაუბრონ ერთმათს HD ზარების რეჟიმში, ანუ ხმას ბევრად მაღალი ხარისხი ექნება.
- ორმაგი-SIM-ბარათის მხარდაჭერა დაბრუნდა.
- Android 5.1-ში დაემატა 14000-მდე ტვიკი, წუნების აღმოფხვრა და სხვა ცვლიებები რომლებმაც გააუმჯობესეს სისტემის სისწრაფე და აკუმულაორის ხაგრძლივობა. თუ გინდათ რომ ყველა ცვლილება ნახოთ, აქ არის ლინკი.