Samsung-მა Galaxy S6-ისა და Galaxy S6 Edge-ს ხელმისაწვდომობის დეტალები გაგვაცნო. მათი წინასწარ შეკვეთა შესაძლებელი გახდა დღეს, ინდოეთში.
ინდოეთში Galaxy S6-ის სამივე ვერსია იქნება ხელმისაწვდომი, 49,000 რუპედ (32GB), 55,900 რუპედ (64GB) და 61,900 რუპედ (128GB) ან $787/$898/$994-ად. უფრო გასაოცარი Galaxy S6 Edge რათქმაუნდა უფრო ძვირი იქნება – 58,900 რუპედ (32GB), 64,900 რუპედ (64GB) და 70,900 რუპად (128GB) ან $945/$1042/$1140-ად.
ასევე, სმარტფონები ხელმისაწვდომი იქნება ყველა ფერში: თეთრში, შავში და ოქროსფერში, და “ექსკლუზიურ” ლურჯსა (S6) და მწვანეში (S6 Edge).
Galaxy S6 და Galaxy S6 Edge ინდოეთში 10 აპრილს შემოვა გაყიდვაში (ისევე როგორც სხვა 19 მარკეტში მსოფლიოს გარშემო), ხოლო წინასწარი შეკვეთით, ისინი უკვე ხელმისაწვდომია Amazon-სა და Flipkart-ზე.
წინასწარი შეკვეთის მომხმარებლებს Samsung რამდენიმე საჩუქრს სთავაზობს, მაგალითად პირველი 12 თვის მანძილზე უფასოდ ეკრანის შეცვლა, მაგრამ ერთჯერადად. ასევე Samsung მომხმარებლებს აუნაზღაურებს თანხას თუ ისინი Galaxy S6-სა და Galaxy S6 Edge-ს ფასებს შეცვლიან პირველი 6 თვის განმავლობაში.