
აუდიო აქსესუარების მიერთების დღევანდელი ინდუსტრიული სტანდარტი, რომელიც დიდი ხანია არშეცვლილა განახლებას საჭიროებს, რადგანაც ის აქტიურად გამოიყენება სმარტფონებში, ტაბლეტებში და კომპიუტერებში. ჩვენ მას ვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, რასაც ხანდახან პრობლემებამდე მივყავართ, როგორიცაა მოწყობილობის დაზიანება. როგორი შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი? ამაზე პასუხი Kickstarter-ზე ვიპოვეთ სადაც წარმოდგენილია ახალი Magzet კონცეფცია, რომელიც რეალურად გააუმჯობესებს მიერთების სტანდარტს, ისევე, როგორც ეს Apple-მა შეძლო MagSafe დამტენი მოწყობილობის კონექტორით.

მეთოდი მართლაც რევოლუციურია და ის ძალიან მოხერხებული და კომფორტულია. მიერთებისას არ არის საჭირო ზუსტი პოზიციონირება და მისი ბრმად გამოყენებაც ძალიან ადვილია. არ არის საჭირო მოწყობილობაში პროგრამული უზრუნველყოფის ან მისი ფიზიკური მოდიფიკაცია. მოწყობილობა ორი კომპნენტისგან შედგება: მაგნიტური ჯეკი, რომელიც გაჯეტს უერთდება და ბუდე, რომელიც ყურსასმენებს უნდა მივუერთოთ. მოწყობილობა დაიცავს თქვენს სმარტფონს ან სხვა გაჯეტს უნებლიედ გადმოვარდნისგან და სხვა დაზინებებისგან, რომელიც მიერთებული ყურსასმენებით შეიძლება მივაყენოთ მას.

პროექტის გვერდი Kickstarter-ზე
