კომპანია Panasonic-ის, Lumix კომპაქტური ფოტოკამერების ხაზი შეივსო მოდელით DMC-TS10, რომელიც ორიენტირებულია სპორტსმენებზე და აქტიური დასვენების მოყვარულთათვის.
სიახლეს აქვს საფირმო ჰერმეტული კორპუსი, არ ზიანდება 3 მეტრ სიღრმის წყალში და რამოდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნისას. ასევე ფუნქციონირებს მინუს 10 გრადუს ყინვაში.
ფოტოაპარატს აქვს CCD-მატრიცა 1,4 მლნ ფერის აღქმით, 4-ჯერადი ოპტიკური მასშტაბირების ობიექტივი და ფოკუსური მანძილი 35-140 მმ ეკვივალენტში 35-მილიმეტრის ფირის კამერისთვის. ასევე აქვს გამოსახულების რეგულირების ოპტიკური სისტემა, კადრში სახის ამოცნობის ფუნქცია და სცენის არჩევის ავტომატური სისტემა.
ფოტოაპარატს აქვს 720р ფორმატში ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა გაფართოებით 1280×720 წერტილი სიჩქარით 30 კადრი წამში. გადაღებული მასალა ინახება SD/SDHC/SDXC სტანდარტის ფლეშ-ბარათზე. ასევე აქვს 40 მბ ინტეგრირებული მეხსიერება. კამერის ზომებია – 100×64×22 მმ, წონა – დაახლოებით 170 გ.
აპარატის შეძენა შესაძლებელი იქნება სექტემბერში და მისი ორიენტირებულ ფასში, 250 დოლარად.
გამოყენებულია Digital Photography Review-ის მასალები.

