მოულოდნელი რელიზი LG-სა და Verizon-ისგან – ეს არის LG Lancet, რომელიც Windows 8.1 საოპერაციო სისიტემით იმართება. მოწყობილობა დაბალი სეგმენტის წარმომადგენელია, თუმცა მისი მონაცემები საკმარისი იქნება Windows 10-ზე განახლებისთვის.
სმარტფონს აქვს 64-ბიტიანი ოთხ-ბირთვიანი Snapdragon 410 პროცესორი და 8 მეგაპიქსელიანი კამერა. ამ მონაცემების სმარტფონის ფასი 120$-ია და ეს ყველაზე კარგი შემოთავაზებაა. 2015 წლის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ეკრანი, რომელიც 4.5 დიუმიანია და აქვს 480×854 გარჩევადობა და ის 90$-ად ღირებულ Moto E-ს მონაცემებსაც კი ვერ ჩრდილავს, თუმცა მისი ძლიერი მხარეები სხვა რამეშია.
აკუმლატორი საკმაოდ მოცულობითია და ის 2,100 მილიამპერია და ის 420 საათი ამუშავებს ტელეფონს მოლოდინის რეჟიმში და 18.5 საათს ჩვეულებრივი მოხმარებისას. მოწყობილობას აქვს 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, microSD ბარათების სლოტი და VGA წინა კამერა.