კომპანია Samsung-მა წარმოადგინა კიდევ ერთი კამერა- მოდელი PL200.

სიახლეს აქვს 14,2- მეგაპიქსელიანი მატრიცა და ობიქტივი 7-ჯერადი ოპტიკური მასშტაბირებით. ფოკუსური დაშორება 31-217 მმ ეკვივალენტში 35-მილიმეტრის ფირის მოწყობილობისთვის. 3-დიუმიან კამერას აქვს 230 ათასი წერტილის გარჩევადობა.

მოდელში რეალიზებულია ოპტიკური და ციფრული გამოსახულების  სტაბილიზაციის სისტემა. ასევე ღიმილის და სახის ამოცნობის სისტემა. შემმუშავებლები გამოყოფენ გადაღების რეჟიმის ავტომატურ არჩევის შესაძლებლობას, გარემო პირობების მიხედვით. ფუნქცია Smart Album იძლევა მეხსიერების ბარათში ფოტოების სწრაფი მოძებნის საშუალებას. რეჟიმი Beauty Shot-ის საშუალებით კამერა დამოუკიდებლად ასწორებს სახის დეფექტებს და აუმჯობესებს სხეულის ტონებს.

ფოტოაპარატს შეუძლია ჩაიწეროს 720р ფორმატის ვიდეო, გაფართოებით 1280×720 პიქსელი. იღებს 30 კადრს წამში. მოდელის ზომებია –  104×60×20 მმ.

აპარატის შეძენა შესაძლებელი იქნება სექტემბერში 180 დოლარად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.