Thinnest-lightbulb-170615

დაივიწყეთ LED ნათურები…. მომავალში განათება შესაძლებელი იქნება ნახშირბადით. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ნათურა ჩიპზე, რომელიც გრაფენის გახურებით ანათებს. ეს იგივე პროცესია რაც ჩვეულებრივ დღის განათების ნათურებში იმ განსხვავებით, რომ მასში გამოიყენება ერთი ატომის სისქის მანათობელი ფენა, რომელიც გამჭვირვალეა.

ტექნოლოგია არა მხოლოდ განათებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ, მიკროსკოპულ დონეზე მატერიალის გახურება ქიმიური პროცესების შესწავლის სფეროშიც გამოსადეგი იქნება. შუქის ამ ზომებზე შექმნის შესაძლებლობა ფოტონური პროცესორების შექმნას დააჩქარებს, რაც გაცილებით სწრაფი და ეფექტური იქნება ვიდრე ტრადიციული ჩიპები.

https://www.youtube.com/watch?v=DaxKbATmTCE

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.