ანდროიდ მოწყობილობის მომხმარებლები Fallout Shelter-ის მათ პლატფორმაზე გამოსვლის მოლოდინში არიან.
Bethesda-ს პიტ ჰაინსმა ტვიტერზე მომხმარებელს უპასუხა, რომ თამაშის გამოსვლა მოსალოდნელია აგვისტოს ანდროიდ მოწყობილობებისათვის.
მზადების პროცესსშია. ჯერ თარიღი არ გამოგვიცხადებია, მაგრამ შემდეგ თვეს მას ვიხილავთ. შეგატყობინებთ როდესაც დეტალურად გვეცოდინება ეს ინფორმაცია.
[youtube]https://youtu.be/HY4jCjufLG8[/youtube]
Fallout Shelter არის მობილური თამაში, რომელიც კომპანია Bethesda-მ გამოაცხადა 2015 წლის E3 კონფერენციაზე. თამაში არის free-to-play მოდელის. Bethesda-ს Fallout 4 ამ წლის შემოდგომას Xbox One, PlayStation 4 და PC პლატფორმებზე გამოვა.