Google-მა დაანონსა Eddystone, პლატფორმა ღია კოდით, რომელიც Apple-ის iBeacon-ს გაუწევს კონკურენციას, რომელიც ახლა ზოგიერთ ბიზნესებსა და ატრაქციონებზე გამოიყენება, მათ შორი Apple-ის მაღაზიებში.
iBeacon-ის მსგავსად Eddystone – შეძლებს კომუნიკაცია დაამყაროს Bluetooth Low Energy-ს საშუალებით თავსებად მოწყობილობებთან, როცა ისინი ახლო მანძილზე იქნებიან ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის ავტობუსების გაჩერების შუქურა მოწყობილობას მიაწვდის ინფორმაციას განრიგის შესახებ.
Eddystone სრულიად დამოუკიდებელია პლატფორმისგან და Google-მა მისი წყარო Github-ზე გამოაქყველნა iOS და Android-ის API-ს ჩათვლით. Google-ის განცხადებით ის არ მოითხოვს საფასურს ტექნოლოგიის გმოყენებისთვის და თანამშრომლობს Bluvision, Estimote, Kontakt.io, Radius Networks და Signal360-თან, რომ მათი შუქურები იყოს თავსებადი Eddystone-თან.
დიდ მასშტაბებზე დანერგვისათვის Google-მა შექმნა უფასო მართვის ინსტრუმენტები, რომელიც დეველოპერებს გაუმარტივებს შექმნან მართვის პანელები სერვისებისათვის. დეველოპერების მხარდაჭერის შემთხვევაში Eddystone სერიოზული საფრთხე იქნება iBeacon-ტექნლოგიისათვის, რომელიც მხოლოდ iOS მწოყობებისთვისაა.