ამერიკული კომპანია Everykey Inc 2012 წელს შეიქმნა Case Western Reserve University-ს კურსადმათავრებულების მიერ და 2014 წელს უკვე წარმოადგინეს Kickstarter-ზე უნივერსალური გასაღები სამაჯურის სახით. დღეს მათ მომწყობილობის ახალი ვარიანტი წარმოადგინეს, რომელიც უფრო მინიატურულია.

პროექტი წარმოდგენილია პლატფორმაზე Indiegogo და 137 834$ უკვე შეაგროვა, რაც 677%-ია მოთხოვნილი თანხის. სხვათაშორის პროექტის სახელა ლეგენდარული ჯონ მაკაფი, რომელმაც McAfee ანტი-ვირუსი შექმნა თუმცა დღეს ამ კომპანიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

Evrykey-ს მოხმარებისას საჭირო არ არის პაროლის მოფიქრება ან დამახსოვრება, კომპიუტერებისთვის და მობილური მოწყობილობებისთვის, ასევე თქვენი სხვა და სხვა ანგარიშებისთვის. საკმარისია მოწყობილობა გედოთ ჯიბეში და მიუჯდეთ კომპიუტერს, რომ ყველაფერი ავტომატურად განიბლოკება და დაიბლოკება ისევ თუ მას დაშორდებით 3 მეტრზე მეტით.

დეველოპერები ამბობენ, რომ Everykey-ს შეუძლია პაროლების გენერაცია და იმუშავებს ნებისმიერ კოდურ საკეტთან, რომელიც უკაბელო კავშირით აქტიურდება. უახლოეს დროში დაგეგმილია ჭკვიანი სახლის და მავტომობილების მხარდაჭერაც, ასევე ველოსიპედების და მოტოციკლებისთვისაც.

ნებისმიერი რამისთვის პარილის გენერაცია იწყება აპლიკაციით Everykey App, რომელიც ახორციელებს მოწყობიობის თქვენს გაჯეტებთან ინტეგრაციას. ასევე ამ აპლიკაციით ხდება მისი გამორთვა დაკარგვისას ან არასანქცირებული მოხმარების პრევენციისთვის.

Everykey-Unlock-Animation

კავშირის დასაშიფრად გამოიყენება AES 128-ბიტიანი კოდი, რომელიც ყოველ ჯერზე იცვლის სტრუქტურას. ამიტომაც კოდგრაბერის გამოყენების შემთხვევაშიც კი კომუნიკაციის მოსმენა უშედეგო იქნება.

App-Image

რა თქმა უნდა შესაძლებელია Everykey-ს დაკარგვა ან მოპარვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოწყობილობის დეაქტივაცია უმოკლეს დროში.

Everykey მუშაობს  Blutooth 4.0 უკაბელო კავშირის პროტოკოლით და თავსებადია შემდეგ საოპეარციო სისტემებთან:

ინტერნეტ ანგარიშებზე წვდომა მხარდაჭერილია შემდეგ ბრაუზერებში:

Specs-KeyExploded
მოწყობილობა მუშაობს Lithium Polymer აკუმლატორით, რომელიც 30 დღე არ საჭიროებს დამუხტვას, რომელიც USB პორტით ხორციელდება.

მოწყობილობა შეგიძლიათ შეუკვეთოთ პროექტის საიტზე Indiegogo-ზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.