კომპანია  Dell–ის პორტატული კომპიუტერების ხაზი შეივსო 11,6–დიუმიანი მოდელით Inspiron M101z, რომელიც აგებულია AMD პლატფორმაზე.

ნოუთბუქს ექნება ან ერთბირთვიანი AMD Athlon II Neo K125 პროცესორი, ან ორბირთვიანი AMD Athlon II Neo K325 ჩიპი. გრაფიკასთან მუშაობას, ორივე მოდიფიკაციაში, უზრუნველყოფს ინტეგრირებული ვიდეოადაპტერი ATI Mobility Radeon HD 4225.

ნოუთბუქს აქვს ქარდრიდერი “3 ერთში”, ვებ–კამერა 1,3–მეგაპიქსელიანი მატრიცით, ორი დინამიკი სიმძლავრით 3 ვტ და SRS Premium Surround ტექნოლოგიის მხარდაჭერა, Bluetooth 3.0 მოდული, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) ადაპტერი, (10/100 მბიტ/წმ) ქსელური კარტა, VGA–ბუდე გარე მონიტორების შესაერთებლად. ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა –– ექვს საათ ნახევარი.

DDR3 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეიძლება იყოს 2 ან 4 გბ, ვინჩესტერის მოცულობა –– 250 ან 320 გბ. დისპლეის გაფართოება –– 1366×768 წერტილი.

Dell Inspiron M101z–ის ღირებულებამ შეიძლება შეადგინოს £499.

გამოყენებულია Dell–ის და Engadget–ის მასალები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.