
ბრიტანულმა კომპანია Broadband Computer–მა გამოუშვა, დამწყებ მომხმარებელზე ორიენტირებული ნოუთბუქი Alex.
ლეპტოპი შეიმუშავეს იმ მიზნით, რომ მომხმარებელს არ ქონოდა არანაირი სირთულე.
მწარმოებლის თქმით, PC-ს საწყისი მონაცემები ძალიან მარტივია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარ–ჩვევებს და დაყენებული პროგრამების განახლება ხდება ავტომატურ რეჟიმში.
ამასთანავე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალისტების დახმარებით.
ნოუთბუქზე ყენდება ოპერაციული სისტემა Linux სპეციალურად ოპტიმიზირებული და გამარტივებული ინტერფეისით.
პროგრმაში შესვლა შესაძლებელია მაუსის ერთი წკაპით, და სპლეციალური USB–გასაღებით, ინდივიდუალური პაროლი საშუალებას აძლევს ოჯახის თითოეულ წევრს, ქონდეს საკუთარი სამუშაო გარემო, დამალოს პირადი ფაილები და ა.შ.
Alex არის 15,4 დიუმიანი ლეპტოპი დაფუძნებული Intel Celeron T1600 პროცესორის ბაზაზე, ორი ბირთვით რომელთა სიხშირე არის 1,66 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა–1გბ. მყარი დისკის მოცულობა – 120გბ.
ნაოთბუქს აქვს Gigabit Ethernet და Wi-Fi ადაპტერი, 1,3 მეგაპიქსელიანი ვებ–კამერა, DVD-ჩამწერი და (ექვს-მოდულიანი) ბატარეა.
კომპიუტერი შემოთავაზებულია განახლების სერვისთან და ინტერნეტ კავშირთან ერთად.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=DaEwfFAA7Lg
გამოყენებულია Broadband Computer–ის და Electronista–ს მასალები.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ გამარტივებული მოხმარების დანერგვა იმას ნიშნავს რომ სამომზმარებლო ჩვევები ქვეითდება, ე.ი. მომხმარებელი დებილდება… 😀 არა? 🙂
გააჩნია როგორი ტიპის გამარტივებაზეა საუბარი.
ერგონომიკის ამაღლება არ ნიშნავს მომხმარებლის დაკნინებას.