მოკლედ რომ ვთქვათ საზოგადოებისთვის ცნობილმა ჰაკერმა @comex (რომელმაც უწინ ყველას გვაჩუქა SpiritJB) გამოუშვა ახალი უტილიტა iOS 4-ის გასატეხად.

ახლა ეს პირდაპირ ვებ-საიტიდან მუშაობს და არ არის დამოკიდებული ოპერაციულ სისტემაზე.

ყველაფერი რაც დაგჭირდებათ არის შეხვიდეთ http://jailbreakme.modmyi.com/ ან http://jailbreakme.com/ -ზე თქვენი iPod, iPhone ან iPad-ით.

როგორც ვებ-საიტის სორსებიდან ჩანს ცხადია, რომ გატეხვა ხდება WebKit ბრაუზერის (Safari) ბაგის საშუალებით. (სპეციალისტებმა შეგიძლიათ ნახოთ ექსპლოიტი და კოდი)
ასევე მინდა შეგახსენოთ რომ არც ისე დიდი ხნის წინ Jailbreak-ის გაკეთება სრულიად ლეგალური გახდა, როგორც ვიცით კონგრესმა მოახდინა ცვლილება DMCA კანონში, რომელიც მომხმარებელს ნებას რთავს მის მფლობელობაში მყოფ მოწყობილობებს შეუცვალოს პროგრამული უზრუნველყოფა.

აი ის მოწყობილობები და ვერსიები რომლებიც ექვემდებარება ამ მეთოდით გატეხვას:
iPod 1G (3.1.2, 3.1.3)
iPod 2G (3.1.2, 3.1.3, 4.0)
iPod 3G (3.1.2, 3.1.3, 4.0)
iPad (3.2, 3.2.1)
iPhone 3G (3.1.2, 3.1.3, 4.0, 4.0.1)
iPhone 3G[S] (3.1.2, 3.1.3, 4.0, 4.0.1)
iPhone 4 (4.0, 4.0.1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.