თვალებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საშუალებით ადამიანის ტვინი არასოდეს არ წყვეტს გარემოში ადაფტირების პროცესს.
ვანდერბილთის უნივერსიტეტისა (აშშ) და უტრეხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდი) მეცნიერთა ჯგუმნა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინს ტრამვის, ქირურგიული ოპერაციის და თუნდაც სიბერის შედეგად დაქვეითებული მუშაობის მიუხედავად შეუძლია «გაიაროს გადამზადება».
ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა გამოიყენეს ბიონიკულარული წინააღმდეგობის პრინციპი. მოხალისეების თითოეული თვალი, დროის გარკვეული მონაკვეთში, ხედავდა სხვადასხვა გამოსახულებას. მაგალითად, ერთი თვალი უყურებდა სახლს, ხოლო მეორე ათვალიერებდა ადამიანის სახეს. პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ტვინი როგრიგობით აქცევდა ყურადღებას ხან ერთ გამოსახილებას, ხან მეორეს.
ამის შემდეგ მონაწილეებმა დაინახეს რაღაც სხვა — სურათიების ელემენტები ერთმანეთში ირეოდა, როგორც მუდმივად ტრანსფორმირებადი ამოცანა. მეცნიერებმა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარკვეული დროის შემდეგ ტვინი ცვლის სცენარებს და რთული სიტუაციიდან თავის დასაღწევად იწყებს ადაფტაციას.
საკუთარი დასკვნის დასამტკიცებლად მეცნიერები 24 დღის განმავლობაში უხვევდნენ ცალ თვალს მოხალისეს, რის შემდეგაც თავიდან იწყებდნენ ექსპერიმენტს. ტვინი მაშინვე ხედავდა არეულ სურათებს, ანუ გამოცდილება არსად არ იკარგებოდა. ის, რაც ადრე იყო ანომალია, ეხლა მისთვის ნორმალურ მოვლენად იქცა.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მეცნიერებმა აიძულეს მოხალისეს ტვინი დაბრუნებოდა ადრინდელ მდგომარეობას — შეეხედა სამყაროსთვის ორივე თვალებით. ტვინმა მალევე დაიბრუნა ადრინდელი პრიორიტეტები, თუმცა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის მუდამ ადაფტირებს გარემოს ცვლის შესაბამისად.
თუმცა ყველაზე საინტერესო დასკვნა არ არის ის, რომ ტვინი სწავლობს, არამედ ის, რომ ინახავს მუშაობის არჩეულ რეჟიმს და იყენებს საჭიროების შესაბამისად.
კვლევის რეზულტატები გამოქვეყნებულია ჟურნალში Current Biology.
წყარო ვანდერბილთის უნივერსიტეტი.

