Libre Office Conference-ზე Document Foundation-მა განაცხადა, რომ დაწყებულია Libre Office საოფისე პაკეტის ინტერნეტ-ვერსიაზე მუშაობა. პროტოტიპების ნახვა შეიძლება ამ მისამართზე.
LibreOffice-ის ინტერნეტ-ვერსია დაფუძნებული იქნება GTK+ ფრეიმვორკზე და canvas-ზე HTML5-დან. ის შექმნილია Novell-ის თანამშრომლის: მაიკლ მიქსის მიერ broadway GTK+-ზე რომლის ავტორიცაა ალექს ლარსონი RedHat-დან.
ასევე LibreOffice პორტირებული იქნება Android და iOS პლატფორმებზე. ამით ფინელი პროგრამისტი ტორ ლილკვისტი დაკავდება Novell-ში, რომელიც ცნობილია GIMP-ის პორტირებით Windows-ზე.
LibreOffice-ის Andoird-სა და iOS-ზე პორტირების მიზანია შესაძლებელი გახდეს პაკეტის გამოყენება პლანშეტურ კომპიუტერებზე და საბოლოოდ სმარტფონებზეც. სამოხმარებლო ინტერფეისზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა მაგრამ კოდის უმთავრესი ნაწილი უკვე კომპილირდება.
მოსალოდნელია, რომ ეს ორი პროექტი მზად იქნება 2012 წლის დასასრულისკენ ან 2013 წლის დასაწყისში.
Doucment Foundation-მა განაცხადა, რომ საფრანგეთის სამთავრობო დაწესებულებებში 500 000 კომპიუტერი, უმთავრესად Windows-ზე გადაყვანილი იქნა OpenOffice დან LibreOffice-ზე. რითაც Windows+LibreOffice კომპიუტერების წილი 5%-მდე გაზარდა.
წყარო: www.habrabrahabr.ru
