მსოფლიო რეკორდი სისწრაფეში ვერტმფრენებს შორის, რომელიც 1986 წელის 11 აგვისტოს დაამყარა 800 G-LYNX-მა, მოხსნილია Sikorsky X2-ის მიერ. წინა რეკორდი შეადგენდა 400,86 კმ/სთ-ს.

ახალი რეკორდი დაფიქსირდა ვესთ-პალმ-ბიჩის (ფლორიდის შტატი, აშშ) ცაზე. როგორც იუწყება კომპანია Sikorsky, X2-მა უბრალოდ «გადათელა» G-LYNX-ის რეკორდი.

X2-მა განავითარა მაქსიმალური სიჩქარე 463 კმ/სთ.

ახალი რეკორდის დამყარებაში საფრენ აპარატს დაეხმარა მისი უკანა, მოდიფიცირებული ნაწილი. ასევე, X2-ს გააჩნია ორი, ერთმანეთის საპირისპიროდ მბრინავი ზედა პროპელერი, რომლის საშუალებითაც თვითმფრინავი, მაღალი სიჩქარის აკრეფისას, მყარად ინარჩუნებს ჰაერში წონასწორობას. აღსანიშნავია უკანა პროპელერიც, რაც აუმჯობესებს აპარატის მართვას, მაღალი და დაბალი სიჩქარით ფრენისას.

«X2-ის ვიბრაციის დონე აკმაყოფილებს და აჭარბებს კიდევაც ჩვენს მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, — აცხადებს Sikorsky-ის წინასწარი პროგრამების თანამშრომელი ჯიმ კეჯისი (Jim Kadgis). — ჩვენ სიამოვნებით გაცნობებთ, რომ X2-ის ყველა სისტემა იდეალურად მუშაობს».

httpvhd://www.youtube.com/watch?v=iUK-w1DUTCY

წყარო Live Science.

One Response

  1. simpatiuri X2 mushaobis idealuri sistemit, dzaan magaria!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.