კანადურმა კომპანიამ Research In Motion–მა (RIM) და ამერიკულმა ფიჭურმა ოპერატორმა AT&T–იმ წამროადგინეს სმარტფონი BlackBerry Torch 9800, რომლის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ცოტა ხნის წინ.

აპარატი შესრულებულია «სლაიდერი»–ის ფორმფაქტორზე.

მოწყობილობას აქვს, მოძრავი QWERTY–კლავიატურა, 3,2–დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გაფარათვებით 360×480, 5–მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა (გარჩევადობით –– 640×480წერტილი), 512 მბ RAM, 512 მბ + 4 გბ ჩაშენებული მეხსიერება, microSD/microSDHC ფლეშ–ბარათის სლოტი მოცულობით 32 გბ, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) ადაპტერი, Bluetooth 2.1 მოდული, 3,5–მილიმერტიანი აუდიოჯეკი და GPS-მიმღები.

ელემენტი 1 300 მა/სთ–ზე უზრუნველყოფს სმარტფონის მუშაობას 5,8 საათამდე საუბრის გადაცემის, 30 საათმდე –– მუსიკალურ და 6 საათი ვიდეოს გაშვების რეჟიმში.

მოდელს აქვს, 624-მეგაჰერციანი პროცესორი, რომელიც მუშაობს BlackBerry v.6–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ახალი პალტფორმის მთავარი განსხვავება მის წინამორბედ ვერსიასთნ არის: ვებ–ბრაუზერი WebKit–ის ბაზაზე HTML5–ის მხარდაჭერით, გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი, ინტეგრაცია სოციალურ სერვისებთან, ახალი საძიებო სისტემა და PC–თან მედიამონაცემების უკაბელო სინქრონიზაციის შესაძლებლობა.

სმარტფონის შეძენა შესაძლებელი იქნება $200, AT&T–თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხევაში. BlackBerry Torch 9800–ის გაყიდვაში გამოსვლა დაუწყება 12 აგვისტოდან.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=2rMONyOsZ6Q

გამოყენებულია Research In Motion–ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.