კორპორაცია Oracle-მ  სასამარლოში უჩივლა Google-ს და დაადანაშაულა მისი ტექნოლოგიების არალიცენზირებულ გამოყენებაში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, Oracle თვლის, რომ Android მობილურ ოპერაციულ სისტემაში უკანონოდ არის გამოყენებული Java ტექნოლოგიები, რემლებზეც პატენტები Oracle-მ მიიღო Sun Microsystems-ის შეძენის შემდგ.

როგორც ცნობილია Sun ის შეძენა Oracle-ს 5,6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ამასთანავე ევროპის ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა საკმაოდ გააჭიანურეს ამ გარიგების კანონიერად ცნობა.

Java პლატფორმა, Oracle-ის ყველაზე ფასეულ შენაძენად ითვლება – რაზეც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ელისონიც საუბროდა და იგივე იქნა დაფიქსირებული საჩივარშიც.

მასში ნათქვამია, რომ Android-ი არის Java-ს პირდაპირი კონკურენტი მობილური ოპერაციული სისტემების ბაზარზე და რომ Android-ი იყენებს Javas და მასზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს შესაბამისი ლიცენზიების გარეშე.

Java არსი პროპრიეტარული პლატფორმა რომელიც გასული საუკუნი 90-იან წლებში შექმნა Sun Microsystems-მა. 2006-2007 წლებში მისი ბევრი კომპონენტი (ფაქტიურად უმთავრესი ნაწილი)  გადაიყვანეს GNU ლიცენზიაზე, რომელიც თავისუფალ ღია წვდომას უზრუნველყოფს ტექნოლოგიებზე. ამასთანავე Sun-მა შეინარჩუნა შემდგომ განვითარებაზე კონტროლი და ამისათვის შექმნა Java Community Process – პროგრამა.

2007 წელს Google-მა გამოაცხადა ღია პლატფორმის: Android-ის ანონსი, რაც Sun-ის ხელმძღვანელობას არ მოეწონა: Java-ს ის რეალიზაცია რომელიც წარმოადგინა Google-მა დიდად განსხვავდებოდა Java Standards Group-ის რეკომენდაციებისაგან. რომ დავაკონკრეტოთ საუბარის Java-ს ვირტუალურ მანქანაზე რომელიც Google-მა თავისებურად შეცვალა. Google-მა ასევე უარი თქვა Java Community Process-ის ნორმებზეც.

თქვენთვის რა თქმა უნდა ახალი არ არის ის ფაქტი, რომ Android-მა განახორციელა გიგანტური ნახტომი, მისი წილი ბაზარზე უკვე 17,2% შეადგენს, რითაც ის მესამე ადგილზეა Symbian-ისა და RIM-ის შემდეგ. მას ყავს მსხვილი პარტნიორები, როგორიცაა Motorola და HTC, რომლებიც აქტიურად აწარმოებენ მობილურ მოწყობილობებს Android-ის ბაზაზე, უკვე მეზადება Lenovo და DELL. და აი გამოიღვიძა Oracle-მა და გაახსენდა, რომ სიტყვა მასაც ეკუთვნის 🙂

საჩივარში აღნიშნულია – “Google-ს ჰქონდა შესწავლილი Sun-ის პატენტების პორტფელი, მათ შორის საჩივარში ჩამოთვლილი ტექნოლოგიებიც, მას შემდეგ რაც დაახლოებით 5-6 წლის წინ სამსახურში აიყვანა Sun-ის ზოგიერთი დეველოპერი” რა თქმა უნდა მხედველობაშია Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ურს ჰელცლი. შმიდტი მართლა ხელმძღვანელობდა Java-ს დეველოპერების ჯგუფს Sun-ში და მერე გადავიდა Novell-ის აღმასრულებელ დირექტორად სანამ საბოლოოდ Google-ში დაიკავებდა იგივე პოსტს 2001 წელს. ურს ჰელცლი ასევე ღებულობდა მონაწილეობას Java-ს შექმნაში.

Oracle ითხოვს ზარალის ანაზღაურებას (თანხის მითითების გარეშე) და ასევე ყველა ინ ფორგრამული უზრუნველყოფის სრულ განადგურებას რომელიც Oracle-ს ეკუთვნის.

საჩივრის ტექსტი (ორიგინალი)

Oracle’s complaint against Google for Java patent infringement

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.