კორპორაცია Toshiba ახლოსაა ახალი ტიპის მყარი დისკების შექმნასთან, რომელსაც რამდენიმეჯერმე მეტი ტევადობა ექნება თანამედროვე გამოშვებებთან შედარებით.

დღესდღეობით ხელმისაწვდომ ვინჩესტერებში ინფორმაცია იწერება პატარა წაწვეტებული მეტალით, რომელიც ამაგნიტებს მილიარდობით დისკრეტულ ზონებს —დომენებს, მბრუნავ დისკრზე. ყოველი ეს მონაკვეთი წარმოადგენს ლოგიკურ ნულს ან ერთიანს, დამაგნიტებულობის მიხედვით. ერთი დომელი ასევე შიძლება შედგებოდეს ათობით და ათასობითაც კი მაგნიტური “მარცვლებისგან”, რაც შესაბამისად ინფორმაციის არც ისე სიმჭიდროვეს განსაზღვრავს.

Toshiba ანვითარებს სტრუქტურული მაგნიტური გარემოს მიღების ტექნოლოგიებს, რომელშიც ნაწილაკები განთავსებულია გარკვეული წესის თანახმად, რომელსაც Bit Patterned Media, BPM – ქვია. მეთოდიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინფორმაციის თითიოეული ბიტი ინახება ერთ მაგნიტურ “კუნძულზე” (მაგნიტურ ბიტზე).

იმის მიუხედავად, რომ ВРМ ტექნოლოგიების კვლევა უკვე დიდ ხანს მიმდინარეობს, Toshiba იტყობინება, რომ მათ პირველად შეძლეს მაგნიტური ბიტების სწორ სტრუქტრურად დალაგება, ცალცალკე რიგებში; ეს იძლევა საჭირო ინფორმაციის ძებნის საშუალებას. დღევანდლამდე მკვლევარებს საქმე ჰქონდათ არამოწესრიგებულ ბიტების მასივთან, რომელშიც ინფორმაციის ძებნა უბრალოდ შუძლებელია.

აღინიშნება, რომ დღეისთვის ახალი ტექნოლოგია იძლევა კვადრატულ დიუმზე 2,5 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვის საშუალებას. შედარებისთვის: მოწინავე კომპანიების თანამედროვე ვინჩესტერებში კვადრატულ დიუმზე 541 გბ ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ვინჩესტერების სივრცის გაზრდა 10 ტერაბაიტამდეა შესაძლებელი.

მაგრამ, სანამ ახალი ტიპის დისკები გაყიდვაში გამოვა სპეციალისტებს ჯერ რიგი პორბლემები აქვთ წინ, მაგალითად ძებნის ალგორითმი და ა.შ. Toshiba გვპირდება რომ ამ ტიპის მყარი დისკები გამოჩნდება დაახლოებით 2013 წლისათვის.

წყარო: PC World.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.