ოპერაციული სისტემა Ubuntu Linux-ის შემდეგ ვერსიას (ინდექსით 10.10) ექნება” multitouch” ინტერფეისის მხარდაჭერა.
მხარდაჭერა დარეალიზდება სპეციალური ფრეიმვორკით UTouch.
Canonical-ის უფროსის,მარკ შატლუორტის განცხადებით, რომელიც Ubuntu Linux-ის განვითარებითაა დაკავებული,აღნიშნავს, რომ მწარმოებლების საბოლოო მიზანია “შეხების ენის” შექმნა. შატლუორტი ადარებს გარკვეულ ჟესტებს სიტყვებს, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ბრძანებებით მთელი “წინადადებების” აწყობაც კი.
Ubuntu 10.10-ის რელიზი დაგეგმილია ოქტომბერში. ცნობილია, რომ მწარმოებლების ძალისხმევა მიმართულია არა მხოლოდ ” multitouch” ინტერფეისის შქმნაზე, არამედ ოპერაციული სისტემის სისწრაფის გაზრდაზე და მის სტაბილურობაზე. ასევე გაუმჯობესდება მომხმარებლის ნტერფეისიც; გაუმჯობესდება სოციალურისკენ ორიენტირებული ონლაინ სერვისებთან ინტეგრაცია.
წყარო:BetaNews.

