х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების სტატისტიკა.
კომპანია IDC-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ბაზარზე х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების მეორე კვარტლის სტატისტიკა.
ჩიპების მიწოდების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა 30,8%-ით. უმსხვილეს მიმწოდებლებად რჩებიან AMD და Intel. პირველი კომპანიის წილი შემცირდა 20,6%-ით 2009 წლის მეორე კვარტალთან შედარებით; მეორე კომპანიის წილი, პირიქით, გაიზარდა 78,9-დან 80,7%-მდე. ტაივანური კომპანია VIA Technologies აკონტროლებს 0,3%-ს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ მსოფლიო ბაზარზე, სერვერული ჩიპების სექტორში, AMD-ს პოზიციების მორყევაზე: თუ ერთი წლის წინ მწარმოებელი აკონტროლებდა 10,1%-ს ამ სეგმენტში, მიმდინარე კვარტალში ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 6,5%-მდე. ამავე დროს კორპორაცია Intel-მა შეძლო წილის გაზრდა 89,9%-დან 93,5%-მდე.
მობილურ სექტორში AMD იკავებს ბაზრის 13,7%-ს, Intel — 86,1%. ასევე მაგიდის კომპიუტერების სეგმენტში «ინტელი» 72,2%-ით ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.
IDC-ის მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მობილური კომპიუტერების მიკროპროცესორების წარმოების მაჩვენებელი გაიზარდა 6,5%-ით, სერვერულის — 6,1%-ით. დესკტოპ-ჩიპების გაყიდვა გაიზარდა 0,1%-ით.
წყარო PC World.

