აგვისტოს დასრულებამდე ინტერნეტს დაუკავშირდება მეხუთიმილიარდე მოწყობილობა.
ფირმა IMS Research–ის გამოთვლებით 10 წლის შემდეგ ეს ციფრი მინიმუმ 4–ჯერ გაიზრდება.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაკავშირების მეორე ტალღა მობილური ტელეფონებით და ახალი კლასის სახლის ელექტრონიკით მოხდება. შესაძლებელია, მაგრამ ძირითადად წინსვლა მოსალოდნელია მანქანების კომუნიკაციის სფეროში: “ჭკვიანი” ელექტროხაზები, ელექტრული დაკვირვების აპარატები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის და პარკინგის კონტროლი.
მიმდინარე წლის დასაწყისში კორპორაცია Cisco იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიო ტრაფიკი 2013 წლისთვის 5 ჯერ მოიმატებს.
დღეისათვის ინტერნეტში რეგულარულად შედიან მილიარდი კომპიუტერიდან. ეს სექტორი აგრძელებს ზრდას, მაგრამ ამ სფეროს მობილურების წარმოებამ გაუსწრო. ამას დამატებული დღესდღეობით სწრაფად მზარდი პლანშეტების სფერო, ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები, ინტერნეტ ტელევიზორები, ვიდეოკამერები, ციფრული ფოტოჩარჩოები და ა.შ. 2020 წლისთვის სავარაუდოდ 22 მილიარდი ვებ– გაჯეტი იქნება.
10 წელიწადში 6 მილიარდი მობილური ტელეფონი იქნება, მათი დიდი ნაწილი ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობით.
წყარო Network World.


რამდენადაც გამოთვლებით ირკვევა, აიპიების მაქსიმალური რაოდენობა 6 მილიარდზე ცოტა მეტია. ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია, რა მოხდება ამის მერე?