შუთერი Halo: Reach გამოვა ჩვეულებრივი გრაფიკული ძრავით, არავითარი 3D-გამოსახულება მასში არ იქნება, იუწყება სტუდია Bungie.

განცხადება გაკეთდა კიოლნში ჩატარებულ ჩვენებასთან დაკავშირებით, სადაც კომპანია Toshiba-მ წარმოადგინა ახალი მოდელის ტელევიზორები, 3D-გამოსახულების მხარდაჭერით. ახალ ტელევიზორებში ტრიალებდა ვიდეო რგოლი წარწერით «ისიამოვნეთ Reach-ით 3D-ში».

«ჩვენტვის ეს სიახლე იყო დიდი სიურპრიზი, — აცხადებენ Bungie-ში. — რაც თქვენ ნახეთ იყო მხოლოდ ტექნიკის დემონსტრირება და სხვა არაფერი, რომელიც მოამზადა კომპანია Toshiba-მ».

Halo: Reach — ეს არის ამბავი ომზე კაცობრიობასა და უცხოპლანეტელების თანამეგობრობას შორის. მოთამაშეს აგზავნიან ერთ-ერთ ბოლო საზღვარზე, რომელიც ძალიან კარგად არის დაცული. «კოსმოსური მოგზაურობა» დაგეგმილია 14 სექტემბერს. «გამგზავრება» შეეძლებათ მხოლოდ Xbox 360-ის მფლობელებს. გამომცემელი — Microsoft Game Studios.

კოსმოსური ომი თამაშიდან Halo: Reach:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=pPmkxo-cc4I

წყარო Eurogamer.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.