
სურათზე გამოსახული სახლი ძალიან ფუტურისტულად გამოიყურება :–) ის ბრუნავს მზესთან მიმართებაში და მაქსიმალურად იყენებს მის ენერგიას. მზის ბატარეების გარდა ასევე გამოყენება თერმული მილები რომლებითაც ცხელდება წყალი. მსგავსი სისტემები ბევრგან გამოიყენება მსოფლიოში მაგრამ ამ სახლის მიერ გამომუშავებული ენერგია გაცილებით მეტია ვიდრე მოიხმარება მისი ბინადრების მიერ. როგორც ამერიკაში და ასევე ზოგიერთ ქვეყანაში მსგავსი სისტემები ჩართულია გარკვეული ენერგოკომპანიების ელექტრო ქსელში და კომპანია იხდის ყოველი გამოყენებული კილოვატის საფასურს. ასე რომ ამ სახლში მცხოვრებთათვის ეს არა მარტო უფასო ენერგიაა არამედ შემოსავლის წყაროც.
ეს საოცრება გერმანიის ერთ–ერთ ქალაქში, ფრეიბურგშია განთავსებული. ალბათ მისი შემქმნელი რალფ დიში არასდროს არ ააშენებდა მსგავს რამეს, რომ არა 25 წლის წინ მთავრობის მიერ გამოთქმული სურვილი მახლობლად ატომური ელექტრო სადგურის აშენების შესახებ. ამ სახლის ავტორმა ბევრი იბრძოლა ატომური ელექტრო სადგურის აშენების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში Heliotrope-იც შექმნა.
