ევროპელმა ასტრონომებმა აჩვენეს, რომ მზის ტიპის ვარსკვლავ HD 10180-ის ირგვლის როგორც მინიმუმ ხუთი პლანეტა ბრუნავს.

ეს აღმოჩენა ზრდის ცნობილი სისტემების რაოდენობას, რომელშიც მინიმუმ სამი პლანეტა შედის. ამ პლანეტებს შორისაა, ვარსკვლავი ხუთი ეგზოპლანეტით (55 Cancri), მაგრამ HD 10180 მაინც რეკორდად უნდა ჩაითვალოს, რადგან მის 5 პლანეტას უახლოეს მომავალში კიდევ ორი დაემატება. ამ ვარაუდის დამტკიცება მხოლოდ დამატებითი დაკვირვებებითაა შესაძლებელი.

HD 10180 მდებარეობს დედამიწიდან 127 სინათლის წელიწადის მანძილზე, სამხრეთ ჰიდრის თანავარსკვლავედში და ძირითადი პარამეტრებით (ასაკი,მასა,სიკაშკაშე) ჩვენს მზეს შეესაბამება. ვარსკვლავის შესასწავლად გამოიყენებოდა სპექტოგრაფი HARPS, რომელიც დამონტაჟებულია 3,6-მეტრიან ტელესკოპზე ჩილეში ლა-სილას ობსერვატორიაში. პროექტი გრძელდებოდა ექვსი წლის განმავლობაში; ამ დროის განმავლობაში მეცნიერებმა ჩაატარეს 190 ცალკეული გაზომვის სეანსი. ეგზოპლანეტების ძებნაში მეცნიერებს ეხმარებოდა გამოცდილი დოლერის მეთოდი ( სხივის სისწრაფის გამოთვლის მეთოდი), რომელიც იძლევა საშუალებას მზის ოდნავი გადაადგილების რეგისტრირების, რომელიც გამოწვეულია მის გარშემო ორბიტაზე მოძრავი პლანეტების მოქმედებით.

ხუთი ძლიერი სიგნალი შეესაბამებოდა პლანეტებს, რომელთა მინიმალური მასაც ( დოპლერის მეთოდი მასის დიაპაზონის მხოლოდ უმცირესი ზღვრის განსაზღვრის საშუალებას იძლევა) დედამიწისას 12–25 ჯერ აღემატებოდა.

დანარჩენი ორი სიგნალი, რომელთა ინტერპრეტაციის საკითხიც ჯერ–ჯერობით კითხვისნიშნის ქვეშაა, მიეკუთვნება სატურნის მსგავს ეგზოპლანეტებს რომელთა მინიმალური მასაც 65–ჯერ აღემატება დედამიწისას და რომელთა ორბიტალური პერიოდია 2 200 დღე. თუ ბოლო ინფორმაცია დადასტურდა, HD 10180 b–ის ბოლო პლანეტა იქნება ყველაზე მსუბუქი ცნობილ ეგზოპლანეტებს შორის. ასტონომებმა ასევე შეძლეს იმის გარკვევაც, რომ ერთი “წელიწადი” ამ პლანეტაზე სულ რაღაც 1,18 დღე გაგრძელდება.

HD 10180 სისტემა შესამჩნევად განსხვავდება სხვებისაგან. პირველი, ამ შემთხვევაში მარსის შემოსაზღვრულ ორბიტაზე ხუთი მასიური პლანეტაა განლაგებული, მაშინ როცა თვითონ მზის სისტემაში მარსი მეოთხე პლანეტად მოდის, ხოლო მზისგან ნაკლებად დაშორებული პლანეტები საკმაოდ პატარა ზომისაა:დედამიწა,ვენერა და მერკური. მეორე, როგორც ჩანს სისტემაში არ არის გაზის გიგანტი, იუპიტერის ანალოგიური. ხოლო მესამე, HD 10180–ის ყველა პლანეტის ორბიტა, თითქმის მრგვალი ფორმისაა.

ამას გარდა, HD 10180–ის სისტემაში თითქმის სრულდება ტიტიუს ბოდეს წესი, რომელიც პლანეტის რადიუსის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ზემოთ ნახსენები 15 ვარსკვლავის განხილვისას, ავტორებმა ერთი კანონზომიერება აღნიშნეს: სისტემის ყველაზე დიდი პლანეტები მდებარეობენ მნათობებთან ახლოს. ეს ფაქტი ბოლომდე შეესაბამება არსებულ თეორიებს.

HD 10180–ის დეტალური აღწერა:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=hC4nS5UkrtA

პლანეტების სისტემა HD 10180:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=uxEPBhpzaMk

დოპლერის მეთოდის არსი.ვარსკვლავის გადაადგილება სპექტრის ცვლას იწვევს,რომელიც რეგისტრირდება სპექტოგრაფით:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.