კომუნიკაციებში ფედერალური კომისიის საიტზე (Federal Communications Comission) გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო გაჯეტი. iPhone არასდროს არ ყოფილა გათვლილი როგორც სათამაშო პლატფორმა, რომელზეც შეიძლება კომფორტულად რამდენიმე ადამიანმა ითამაშოს. მაგრამ, როგორც ჩანს Griffin-ის წარმომადგენლები სულ სხვანაირად ფიქრობენ.

აქსესუარი PartyDock იძლევა iPhone-ზე ერთდროეულად ოთხი ადამიანის თამაშის საშუალებას. მოწყობილობის კომპლექტში შედის: ოთხი უსადენო კონტროლერი, რომელიც იძლევა საშუალებას ისეთი თამაშების თამაშის, როგორიცაა Midway Motors, Fishing Frenzy და Flippin’ Frogs. მომავალში შემქმნელები აპირებენ თამაშების გამოშვებას სპეციალურად PartyDock-ისთვის.

ასევე შესაძლებელია PartyDock-ის მიერთება რაიმე გარე გამოსახულების წყაროსთან კომპონენტური ან კომპოზიტური კაბელების მეშვეობით. ამ საინტერესო გაჯეტს დღეს-დღეობით აქვს iPhone და iPad-ის მხარდაჭერა. სამწუხაროდ მისი ფასი და გაყიდვაში გამოჩენის ზუსტი თარიღი უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.