კომპანია Google-მა გააფართოვა თავისი საფოსტო სერვისი Gmail-ის შსაძლებლობები,მასში ფინქციონალური ინტერნეტ-ტელეფონის რეალიზებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ Gmail-ის მომხმარებლებს ადრეც შეეძლოთ  ხმოვანი ან ვიდეოჩატის მეშვეობით ერთმანეთთან დაკავშირება, ბრაუზერიდან გაუსვლელათ. მაგრამ კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ორივე აბონენტი იყენებდა პერსონალურ კომპიუტერს და ორივე თავის Gmail-აქაუნთზე იმყოფებოდნენ.

ახლა კი საფოსტო სერვისმა “ისწავლა” არა მარტო სხვა პერსონალურ კომპიუტერებზე დარეკვა, არამედ სტაციონარულ და მობილურ ტელეფონებზეც.

ახალი სერვისით სარგებლობისათვის, საჭიროა “Call phone”-ღილაკის დაჭერა, ჩათის განყოფილებაში და ციფრულ პანელზე საჭირო ნომრის აკრეფა. მომხმარებლებმა, რომლებმაც უკვე გამოიყენეს ეს სერვისი, აღნიშნავენ, რომ კავშირის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ხმის ხარვეზები შეინიშნება.

წლის ბოლომდე ზარები ამერიკისა და კანადის ტერიტორიაზე უფასო იქნება. საერთაშორისო ზარებისათვის დაზუსტებულია სპეციალური ტარიფები.

რადგან უკვე Gmail-საც აქვს უბრალო ტელეფონებზე ზარების განხორციელების საშუალება, კომპანია Google ფაქტიურად პოპულარული VoIP-სერვისი Skype-ის კონკურენტიც ხდება. ამ პროგრამაში (Skype-ში) 560 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=_-DzpAg0SdU

წყარო: Google.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.