Novell-ის პრეზიდენტი რონ ოვსეპიანი (მარცხნივ) და Microsoft-ის არმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი (მარჯვნივ).
კომპანია Novell-ში, რომელიც აწარმოებს კორპორაციული კალასის ოპერაციულ სისტემებსა კოლექტიური მუშაობის პროდუქტებს, აღნიშნავენ ფინანსური მაჩვენებლის გაუარესებას.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი შეადგენს $199 მლნს. ეს 8%-ით ნაკლები გასული წლის რეზულტატთან შედარებით.
სუფთა მოგება $16,7 მლნ-დან (5 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი) შემცირდა $15,7 მლნ-მდე (4 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი), ანუ წლიური გამოთვლებით ვარდნა შეადგენს 6%-ს.
Novell-ის დირექტორთა საბჭო განიხილავს ბიზნესის გაძლიერების შესაძლო ვარიანტებს. არ არის გამორიცხული, რომ საქმე კომპანიის გაყიდვამდეც მივიდეს. შეგახსენებთ: გასული წლის მარტში ფონდმა Elliott Associates-მა გამოთქვა სურვილი Novell-ის $2 მლრდ-ად შეძენის შესახებ. თუმცა მაშინ კომპანიის მფლობელებმა უარით გაისტუმრეს და განაცხადეს, რომ Elliott Associates-მა ვერ შეაფასა კომპანია და მისი ზრდის პერსპექტივა.
წყარო Novell.

