
Dell–ი აპირებს პლანშეტური კომპიუტერების წარმოებას, განაცხადა კომპანიის Tablet PC–ის პროდუქტის კატეგორიის უფროსმა მენეჯერმა ნირეი ჩობიმ (Neeraj Choubey).
არცისე დიდი ხნის წინ Dell–მა წარმოადგინა კომპაქტური პლანშეტი Mini 5. დემონსტრაცია გაიმართა Mobile World Congress 2010–ის ჩვენებაზე ბარსელონაში (ესპანეთი),
მოწყობილობა დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon–ის პლათფორმაზე და აღჭურვილია 5–დიუმიანი სენსორული დისპლეით. გაჯეტის შემადგენლობაში არის 5–მეგაპიქსელიანი კამერა, Wi-Fi და Bluetooth უკაბელო კონტროლერი, და ასევე 3G–ის მოდული მობილური ქსელებისთვის. Mini 5 ფუნქციონირებს Google Android–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
Dell–ის წარმომადგენლის სიტყვების თანახმად, კომპანია მომავალში გამოუშვებს კიდევ რამდენიმე პლანშეტურ PC–ს, რომელიც განსხვავებული იქნება ეკრანის დიაგონალითა და ფუნქციონალით, აღჭურვილი PC–ის დანიშნულებით. ამ მოწყობილობებზე პროგრამული პლადფორმის როლს Android–ი შეითავსებს.
ჩობი ასევე ამატებს, რომ მომავალში Dell პლანშეტების მფლობელებს ექნებათ რიგი გასართობი სერვისები.
გაჯეტის ბაზარზე გამოჩენის ვადა უცნობია.
გამოყენებულია Slashgear–ისა და BrightHand–ის მასალები.
