როგორც იქნა დასრულდა ცხელი ზაფხული და შვებულებაში გატარებული შესანიშნავი დროც 🙂

თუმცა ყველაფერი წინაა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში ძალიან უხვი და ბარაქიანი შემოდგომა გველოდება.

ამ მოკლე შესავლის შემდეგ მინდა გახაროთ რომ Apple-მა შეპირებული შემოდგომის “ღონისძიება” უკვე მოაწყო სექტემბრის პირველში, სადაც წარმოადგინა ახალი პროდუქტები და ძველი პროდუქტების განახლება !

როგორც ყოველთვის ამ სპეციალურ ღონისძიებას კომპანიის CEO სტივ ჯობსი უძღვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოვლენას სტივის მეგობარი და Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკიც ესწრებოდა.

პრეზენტაცია ახალი მაღაზიების წარდგენით დაიწყო და სტივ ჯობსმა სამი ახალი მაღაზიის გახსნის შესახებ ამცნო პუბლიკას.

ახალი მაღაზია პარიზში:

ჩინეთი – მაღაზია შანხაიში

დიდი ბრიტანეთი – ლონდონი

როგორც სტივ ჯობსმა თქვა –  კომპანიას აქვს 300 მაღაზია მსოფლიოს 10 ქვეყანაში (ა.შ.შ. კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, იაპონია, ავსტრალია და ჩინეთი) და ამ მაღაზიებში კვირის ზოგიერთ დღეს მილიონამდე ვიზიტორი დადის.

ჯობსმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებზეც რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:

წარმოდგენილი იქნა ახალი განახლება iOS ოპერაციული სისტემისათვის, რომელშიც განხორციელებულ იქნა შემდეგი ცვლილებები:

განახლება ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

როგორც იქნა ანონსირებულ იქნა iOS 4.2 განახლება, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ iPad-ზე !

ახლა კი გადავინაცვლოთ iPod-ის სამყაროში

როგორც სტივ ჯობსმა განაცხადა დღეისათვის გაყიდულია 275 მილიონი აიპოდი!

წინა ვერსიისგან განსხვავებით ჯობსმა გადაწყვიტა რომ დაებრუნებინა მოწყობილობისათვის ღილაკები, რადგან მხოლოდ ყურსასმენებზე განთავსებული პულტიდან და ხმოვანი ბრძანებებით მოწყობილობის მართვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მომხმარებლებისათვის.

ფასი ა.შ.შ-ში: 49$

ახალი ნანო ევოლუციის შემდეგ ეტაპზე დაემშვიდობა ეფლის Click Wheel-ს და სრულიად მულტი-თაჩ მოწყობილობად იქცა.

ფასები ა.შ.შ-ში:

16 გიგაბაიტი – 179 $

8 გიგაბაიტი – 149 $

როგორც მომხმარებლები ამბობენ აიპოდ თაჩი არის აიფონი ტელეფონის გარეშე 🙂 მაგრამ სტივ ჯობსის განცხადებით iPod touch არა მხოლოდ მულტი-თაჩ ფლეერია ის აგრეთვე არის #1 პორტატიული სათამაშო კონსოლი, რომ მან გაყიდვებში გაასწრო Nintendo DS-სა და PlayStation Protable-ს ერთად აღებულს.

მას აქვს 50%-ზე მეტი წილი პორტატული სათამაშო კონსოლების ბაზარზე.

მასზე სულ ჩამოტვირთულ იქნა 1.5 მილიარდი თამაში და გასართობი პროგრამა.

ვნახოთ რითი გაუმჯობესდა ეს შესანიშნავი მოწყობილობა

ფასები ა.შ.შ-ში:

8 გიგაბაიტი – 229$

32 გიგაბაიტი – 299$

64 გიგაბაიტი – 399$

ახალი iTunes გამოვიდა გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისით მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანი სიახლეა ვიდრე სტივ ჯობსის მიერ წარმოდგენილი ახალი სერვისი:

რომელიც არის ახალი სოციალური ქსელი მხოლოდ მუსიკისათვის სადაც შეგიძლიათ ვალყური ადევნოთ თქვენს საყვარელ არტისტებსა და თქვენი მეგობრების მუსიკალურ ინტერესებს.

ახალი ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პროგრამის ოფიციალური საიტიდან

განახლებული Apple TV

ახალ Apple TV-ს აქვს შემდეგი ტიპის პორტები !

ძველი+ახალი ფუნქციონალი:

ასევე გათვალისწინებულია Netflix-ისა და YouTube-ის მხარდაჭერაც.

ფასი ა.შ.შ-ში: 99$

პრეზენტაციის დასასრულს სტივ ჯობსმა სცენაზე მოიწვია კრის მარტინი, რომელმაც პუბლიკას შეუსრულა ორი ძველი ჰიტი და ერთი ახალი (ჯერ კიდევ არ გამოსული) სიმღერა.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=EyteN8wLkAk

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Eg95Q5m2fSo

ამ მოკლე განხილვის შემდეგ აუცილებლად შემოგთავაზებთ კონკრეტული მოწყობილობებისა და სერვისების სრულ განხილვასაც უახლოეს პოსტებში და რა თქმ აუნდა სპეციალურ პოდკასტში დიმიტრი გოგელიასთან ერთად.

2 Responses

  1. მე მიყვარს ეფლი : )

  2. mec miyvars apple magram ar miyvars iphone

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.